საქართველოში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ახალსოფელი იყო.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 10:08 საათზე აღირიცხა.