21/04/201 127 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

ტრამპი: უხილავი მტრის თავდასხმის გამო დროებით აშშ-ში ყველა სახის იმიგრაცია შეჩერდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ბრძანებას მოაწერს ხელს, რითიც კორონავირუსის გამო ქვეყანაში დროებით ყველა სახის იმიგრაცია შეჩერდება. ტვიტერზე მან მიზეზად უხილავი მტრის თავდასხმა და ამერიკელების სამუშაო ადგილების დაცვა დაასახელ"უხილავი მტრის თავდასხმის გამო, ასევე იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი შესანიშნავი ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილები, ხელს მოვაწერ ბრძანებას, რომელიც დროებით აშშ-ში ყველა სახის იმიგრაციას შეაჩერებს."
ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად ვის შეეხება ახალი ბრძანება. თეთრ სახლში ტრამპის განცხადებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. გასულ თვეს კორონავირუსის გამო აშშ-მა თითქმის ყველა სახის სავიზო აპლიკაციის განხილვა შეაჩერა, მათ შორის იმიგრანტების. აშშ-მა უკვე მიაღწია შეთანხმებას კანადასა და მექსიკასთან მაისის შუა რიცხვებამდე საზღვარზე შეზღუდვების გახანგრძლივების თაობაზე. შეზღუდვა ეხებათ კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებსაც, თუმცა დროებითი სამუშაო, სასწავლო და ბიზნეს ვიზიტისათვის განკუთვნილი ვიზები გამონაკლისს წარმოადგენს.
პარალელურად კი ტრამპი შტატების გუბერნატორებს მოუწოდებს დაიწყონ კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების მოხსნა. აშშ-ის რამდენიმე შტატში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები გაიმართა.
უკანასკნელი 4 კვირის განმავლობაში უმუშევრობაზე განცხადება 20 მილიონმა ამერიკელმა შეავსო.
ოფიციალური მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სულ ვირუსი ამ დროისათვის 792,938 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 42,518, გამოჯანმრთელდა 72,389 ადამიანი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი 12-ზე - 7 თებერვალი, 2023.
      12 საათზე, 7 თებ
    • ფორმულა 12-ზე - 7 თებერვალი, 2023.
      12 საათზე, 7 თებ
    • მთავარი 12-ზე - 7 თებერვალი, 2023.
      12 საათზე, 7 თებ
    • კურიერი 9-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 6 თებ
    • მოამბე 9-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 6 თებ
    • მთავარი 9-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 6 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • დილის საუბრები - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • პოლიტიკის ფორმულა - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • საჯარო პოლიტიკა - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • სპექტრი - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • დღის ამბები - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • კომენტარი - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • დღის მბები - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • შენი შუადღე - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • ნოესთან - 5 თებერვალი, 2023. მამუკა ჩარკვიანი
      5 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA