01/10/229 930 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

აშშ ამ ეტაპზე ნატოში უკრაინის დაჩქარებული შესვლის საჭიროებას ვერ ხედავს

დასავლეთის მედიის ცნობით, აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ვაშინგტონში განაცხადა, რომ აშშ ამ ეტაპზე ნატოში უკრაინის დაჩქარებული შესვლის საჭიროებას ვერ ხედავს.
ნატოს კარი ღიაა, მაგრამ "ახლა უფრო მნიშვნელოვანია", სალივანის თქმით, "უკრაინისთვის ადგილზე დახმარების გაწევით მხარდაჭერა". გაწევრიანების პროცესი სხვა დროს უნდა იქნეს განხილული, თვლის აშშ.
გამოცემა Politico წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის განცხადება ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი იყო. Politico ადმინისტრაციის წარმომადგენს იმოწმებს, რომლის ვინაობა არ ვრცელდება.
გამოცემა განმარტავს, რომ ვაშინგტონისთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ არის მარტივი თემა, ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი თავის წევრებს ავალდებულებს მისი ნებისმიერი წევრის მიმართ აგრესიას უპასუხოს.
POLITICO-ს კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ნატოში უკრაინის შესვლას, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ უარი თქვა ცალსახად მხარი დაეჭირა დაჩქარებული შესვლის წინადადებისთვის, მაგრამ გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს კიევის „უსაფრთხოების გარანტიას“.
უფრო ადრე, 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეო, სადაც იუწყება, რომ აპირებს განცხადება შეიტანოს „ნატოში სწრაფი შესვლის შესახებ“. ეს იყო ზელენსკის რეაქცია უკრაინის ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიის მიმართ.
ნატოს გენერალური მდივანი თავშეკავებით შეხვდა ზელენსკის განცხადებას. იენს სტოლტენბერგმა ზელენსკის განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ ნატოს კარი ღიაა ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, მაგრამ ჯერჯერობით ნატოს მთავარი ამოცანაა უკრაინის მხარდაჭერა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ნატო არ არის რუსეთთან ომის მონაწილე.
ნატოში უკრაინის დაჩქარებული შესვლისადმი მხარდაჭერა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ასევე კანადამ გამოხატეს. გერმანიამ თავშეკავებული პოზიცია დაიკავა.
ომის დაწყებამდე ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის უარის თქმა, რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველ კვირებში მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების დროს განიხილებოდა ალიანსში გაწევრიანებაზე უკრაინის უარის თქმის შესაძლებლობა კავშირში უსაფრთხოების გარკვეული გარანტიების სანაცვლოდ.
მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია. ალიანსში გაწევრიანებას მხარი უნდა დაუჭიროს ნატოს 30-მა წევრმა.
ახლა მიმდინარეობს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებისთვის მხარდაჭერის პროცესი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA