30/09/22668 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დონეცკი უკრაინაა, ლუგანსკი უკრაინაა, უკრაინაა ხერსონი და ზაპოროჟიეც, ისევე როგორც ყირიმი - სტოლტენბერგი

მოსკოვში დაიგეგმა და თავს მოეხვა უკრაინას, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო კანონის დარღვევით - ასე აფასებს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსეთის მიერ, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მოწყობილ "რეფერენდუმებს" და მათ უკანონო და არალეგიტიმური უწოდა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ომში მყოფი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭრა და კიდევ ერთხელ დააკისრა ომის მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს.
სტოლტენბერგმა დღევანდელ ანექსიასთან დაკავშირებით თქვა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები არ ცნობენ რუსეთის ნაწილად არც ერთ რეგიონს:
"ნატოს ქვეყნები არ ცნობენ არც ერთ ამ ტერიტორიას, როგორც რუსეთის ნაწილს. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, უარყოს რუსეთის ყველა ეს დაპყრობითი ქმედება. ეს მიწები ეკუთვნის უკრაინას, დონეცკი უკრაინაა, ლუგანსკი უკრაინაა, უკრაინაა ხერსონი და ზაპოროჟიეც, ისევე როგორც ყირიმი.
უკვე მეორედ ხდება რუსეთის მიერ, ძალისმიერი დაპყრობა უკრაინის ტერიტორიის, მაგრამ ეს არ ცვლის კონფლიქტის არსს. ეს რჩება რუსეთის აგრესიულ ომად უკრაინის წინააღმდეგ და არ ცვლის ჩვენს განზრახვას მხარი დავუჭიროთ უკრაინას.
ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მის თავდაცვით ომში. ჩვენი ალიანსი არის თავდაცვითი, ჩვენ ვართ ერთიანი რომ დავიცვათ ნატოს ყველა მოკავშირე და მათი მიწის ყოველი სანტიმეტრი, ეს საკვანძო მომენტია. პუტინმა მოახდინა ასობით ათასი ჯარისკაცის მობილიზება და ყოვლად უგუნურად აჟღარუნებს ბირთვულ იარაღს. ახლა კი უკრაინის ტერიტორიების ანექსირება მოახდინა. ჯამში, ეს წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ ესკალაციას ომის დაწყებიდან. ეს ყველაფერი მიუთითებს არა ძალაზე, არამედ სისუსტეზე , რომ ომი არ მიმდინარეობს ისე, როგორც პუტინმა დაგეგმა და ყველა სტრატეგიული მიზანი ჩაუვარდა. 
პუტინზე არის მთელი პასუხისმგებლობა ამ ომისა და ასევე მისი პასუხისმგებლობაა ამ ომის დასრულება, რომ შეაჩეროს მამაცი უკრაინელი ხალხის ტანჯვა, შეაჩეროს სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თუ რუსეთი ომს შეწყვეტს, დამყარდება მშვიდობა, თუ უკრაინა შეწყვეტს - იგი შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ნატო კვლავაც ადასტურებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, გავაგრძელებთ უკრაინისთვის მხარდაჭერას ომში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება." თქვა სტოლტენბერგმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA