29/01/201 055 ნახვა წყარო: timer.geფოტო: timer.ge

პიტ ოლსონმა კონგრესში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა

პიტ ოლსონმა კონგრესში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა და კონგრესში სიტყვით გამოსვლის ვიდეოც დაურთო.
“რა საერთო აქვთ გრაუჩ ოსკარს ნაგვის ურნაში მცხოვრები თოჯინა ამერიკული სატელევიზიო შოუდან და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? ორივენი მარიონეტები არიან, რომლებმაც ააოხრეს თავიანთი სახლები. მე დღეს კონგრესში ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ვისაუბრე და მოვითხოვე, საქართველოს ხელისუფლებამ თავის ქვეყანაში კორუფცია და რუსული გავლენა დაასრულოს. წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტ ოლსონი.
“ქალბატონო თავმჯდომარევ, კითხვა მაქვს: რა საერთო აქვთ გრაუჩ ოსკარს ნაგვის ურნაში მცხოვრები თოჯინა ამერიკული სატელევიზიო შოუდან და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? პასუხი ასეთია, ორივენი მარიონეტები არიან, რომლებმაც ააოხრეს თავიანთი სახლები. ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში და გაანადგურა ადამიანის ძირითადი უფლებები. კომპანიამ ტეხასიდან შექმნა შესანიშნავი სამუშაო ადგილები ამერიკასა და საქართველოში. მათ შექმნეს თავისუფლება. ასე იყო, სანამ ხელისუფლებამ მათ არ წაართვა აღჭურვილობა. ახლა ისინი საერთოდ ვერ ატარებენ ბურღვით სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი ბედნიერია, რომ აკონტროლებს საქართველოს ნავთობს. ეს მარიონეტი, ოლიგარქი ივანიშვილი, კიდევ უფრო მდიდრდება ქართველი ხალხის ხარჯზე. დროა, გამოვფხიზლდეთ. ეს ფოტო აჩვენებს,რომ საპროტესტო გამოსვლებს საქართველოში მხარდაჭერა სჭირდება. შემომიერთდით, ავიმაღლოთ ჩვენი ხმა საქართველოში თავისუფლებისთვის”, – თქვა ოლსონმა სიტყვით გამოსვლისას.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY