რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ დემონსტრაციების გამო 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ დემონსტრაციების გამო 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, მათ შორის შაბათს 33 ქალაქში 798 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას მედია დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის OVD-Info-ზე დაყრდნობით ავრცელებს.