5 000 რუბლი საქართველოში შემოსასვლელად - 19-კილომეტრიანი რიგი ლარსის საზღვარზე
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით საცობმა 19 კილომეტრს მიაღწია. უცხოური მედიასაშუალებები ტელეგრამის არხებზე წერენ, რომ "მობილიზებას" გამოქცეულ რუსებს ლარსის საზღვარზე გადმოსვლისათვის დაახლოებით 38-40-საათიანი ლოდინი სჭირდებათ.
რუსები საქართველოში შემოსვლას ჩრდილოეთ ოსეთის გავლითაც ცდილობენ. მედია მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს, რომ ამისათვის ადგილობრივი პოლიცია სამხედრო ასაკის ადამიანებისგან დაახლოებით 5 000 რუბლის ოდენობით ქრთამს იღებს.