23/09/22804 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

The Washington Post: აშშ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე შედეგებზე აფრთხილებს

The Washington Post-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის ხელისუფლებას უკვე რამდენიმე თვეა უგზავნის შეტყობინებას, უკრაინაში ომის მიმდინარეობისას ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ.
გამოცემა რუსეთის ლიდერების, ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებას იხსენებს ბირთვული საფრთხეების შესახებ.
გამოცემა ბაიდენის ბოლო ინტერვიუსაც ციტირებს, რომელშიც მან თქვა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, რუსეთი "ომს სახეს შეუცვლის და ის ვერაფერს შეედრება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“.
The Washington Post-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ საკითხზე მოსკოვთან არასაჯარო კონტაქტებს ინარჩუნებს. თუმცა, გამოცემის წყაროები არ ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, ვაშინგტონიდან კონკრეტულად ვინ და რა გზავნილები გადასცა მოსკოვს. უცნობია ასევე შეერთებული შტატების ახალი გზავნილების თაობაზე, პუტინის მიერ მობილიზაციისა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ოთხ რეგიონში "რეფერენდუმების" გამოცხადების შემდეგ.
The Washington Post -ი ვაშინგტონის ამგვარ პოლიტიკას "სტრატეგიული გაურკვევლობის" შენარჩუნების მცდელობას უწოდებს. ამ კონცეფციის მიხედვით, მოწინააღმდეგე არასდროს უნდა იყოს სრულად დარწმუნებული, რა რეაქცია ექნება მეორე მხარეს შესაძლო ბირთვულ ესკალაციაზე.
"კარნეგის ფონდის" პროგრამის ხელმძღვანელის, ჯეიმს აკტონის თქმით, ახლა აზრი არ აქვს რუსეთის ბირთვულ დარტყმაზე ამერიკისგან პასუხის შესახებ მსჯელობას, ვინაიდან რუსეთის შესაძლო მოქმედებების დიაპაზონი ძალიან ფართოა.
მისი აზრით, რუსეთს შეუძლია მხოლოდ სადემონსტრაციო ნაბიჯითაც შემოიფარგლოს, რომლისგანაც არავინ დაზარალდება (როგორიცა, მაგალითად, ბირთვული იარაღის მიწისქვეშა გამოცდა) ან განახორციელოს დარტყმა, რომელსაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლება. თუმცა, აკტონი დარწმუნებულია, რომ ჯერ არ არსებობს იმის ნიშნები, რომ პუტინი ასეთი სცენარისკენ იხრება.
„ის რომ ნამდვილად, სერიოზულად განიხილავდეს უახლოეს მომავალში ბირთვული იარაღის გამოყენებას, დანამდვილებით ენდომებოდა, რომ ჩვენ ამის შესახებ გვცოდნოდა. მას ურჩევნია მუქარის მეშვეობის დათმობები გვაიძულოს, ვიდრე ბირთვული დარტყმის გზა აირჩიოს“, - უთხრა ჯეიმს აკტონმა The Washington Post-ს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY