23/09/22650 ნახვა წყარო: rustavi2.geფოტო: rustavi2.ge

სკანდალური პოსტის შემდეგ, ალა პუგაჩოვათი სამართალდამცველები დაინტერესდნენ

რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა, ქმართან, შოუმენ მაქსიმ გალკინთან ერთად, ომის დაწყებიდან მალევე, რუსეთიდან წავიდა. სამშობლოში მომღერალი აგვისტოს ბოლოს, შვილებთან ერთად დაბრუნდა. რუსეთში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა მაქსიმ გალკინი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შოუებს მართავს. 
ომის დაწყების შემდეგ, პუგაჩოვას, კონფლიქტის შესახებ არასოდეს საკუთარი აზრი არ გამოუთქვამს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებდა გალკინი. ცოტა ხნის წინ შოუმენი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადა.
ამჯერად კი, როგორც რუსული მედია წერს, სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ცენტრში ალა პუგაჩოვა მოექცა. ამის შესახებ საკუთარ ბლოგში ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი წერს. საქმე ეხება პუგაჩოვას პოსტს, სადაც მომღერალი სთხოვდა ხელისუფლებას, ქმრის მსგავსად, ისიც გამოეცხადებინათ უცხო ქვეყნის აგენტად. 
"მივმართავ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში, რადგან სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის - წესიერი, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანის, რუსეთის ნამდვილი და მოუსყიდველი პატრიოტის, რომელსაც მისი სამშობლოს აყვავება, მშვიდობიანი ცხოვრება და სიტყვის თავისუფლება სურს, ასევე, სურს შეწყდეს ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვა ილუზორული მიზნებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გარიყულს ხდის და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას ართულებს," - წერდა პუგაჩოვა.
პოლიციაში შევიდა საჩივარი, სადაც რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე აღნიშნავს, რომ მომღერალი რუს ჯარისკაცებს შეურაცხყოფს. ამასთან, საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ პუგაჩოვა "უცხო ქვეყნებისგან მხარდაჭერას იღებს."

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA