22/09/22647 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს - ისტერიას ტეხენ ადამიანები, რომელთა ბელადი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს

ყველაფერი, საბოლოო ჯამში, იმას ემსახურება, რომ ამ ანტირუსული ისტერიის ფონზე და ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ასეთი აჟიტირებული კამპანიების ფონზე, ჩვენ რაღაც პასუხები თავის მართლების რეჟიმში გაგცეთ, მაგრამ თავის სამართლებელი არაფერია, არაფერი ხდება ისეთი, რასაც არ აკონტროლებს ქართული სახელმწიფო, უსაფრთხოების სამსახურები და არაფერი ხდება ისეთი, რასაც ასეთი ისტერია შეიძლება სჭირდებოდეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა გაზრდილია.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეს ისტერია ხელს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს საქართველოს დაზიანებისთვის.
„ნაცმედიისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რეგულაციებს ითხოვდნენ როდესაც ომი დაიწყო და თითქოს წაგვლეკეს რუსებმა- აღმოჩნდა ტყუილი. შემდეგ უკვე რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის 10% საქართველოში დარჩაო - აღმოჩნდა ტყუილი, შემდეგ ფორმულირება გამოიტანეთ ასეთი, რომ რამდენიმე ათასეული რუსული ბიზნესი დარეგისტრირდაო - ეს ბიზნესი აღმოჩნდა ინდმეწარმეები, ძალიან ცოტა შპს და ეს ბიზნესების დარეგისტრირება და ამუშავება საქართველოში აღმოჩნდა ტყუილი. ახლა მეოთხე ტალღაზე უნდა გიპასუხოთ, თან ვერ აკონკრეტებთ აქედან მეტი მანქანა გადის თუ იქიდან მეტი შემოდის, რაღაც ვიზუალურად ავტომანქანების საცობი იქნა გადაღებული და ახლა ამაზე უნდა დავაწესოთ რეგულაციები. ასეთი სერიოზულობის არის ყველა ის ტალღა, რომელიც ამ რუსულთან დაკავშირებულ ისტერიას ეხება და ამ დროს ამ ისტერიას ტეხენ ადამიანები, რომელთა ლიდერი და ბელადი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, რომელმაც 2008 წლის შემდეგ, რუსეთის შემოჭრისა და საქართველოს დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, სავიზო რეჟიმი გაუუქმა რუსებს. ამ ადამიანის ლიდერობით არის ეს ისტერია ატეხილი და ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ საცობი რომ შეიქმნა ლარსზე, ამასთან დაკავშირებით შემოვიღებთ თუ არა რეგულაციებს“,- განაცხადა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY