22/09/22607 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ბანკში მყოფი ადამიანები ავიყვანე მძევლად, დავამაგრე ჩემ მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა... "- ნარსიას ჩვენება

ქუთაისში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული გრიგოლ ნარსია ბრალს აღიარებს. ჩვენებაში, რომელიც მან გამოძიებას მისცა, ნათქვამია, რომ აიყვანა მძევლები, კარზე დაამაგრა მის მიერვე დამზადებული ასაფეთქებლის მულაჟი და ბანკის ხელმძღვანელს 2 მილიონი მოსთხოვა. ნარსია წერს, რომ ის რუსეთის დროშასა და ანკესის ჯოხსაც ითხოვდა და გეგმაში ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, რუსეთში წასვლა :
"ბანკში მყოფი ადამიანები ავიყვანე მძევლად. ამის შემდეგ ბანკში კარი დავკეტე და დავამაგრე ჩემ მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაკეტი მულიაჟი. ამის შემდეგ ბანკის თანამშრომლებს მოვთხოვე ფული მოეცათ. მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს, მე ისინი მეცოტავა, ამიტომ ბანკის თანამშრომელ გოგონას ვუთხარი, რომ თავის უფროსისთვის დაერეკა და ჩემთვის ფული მოეტანათ. იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე რომ ჩემთვის მოეტანა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა, ამისთვის მინდოდა ანკესის რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრა.
მითხრეს რომ ჩემთვის ფული ჰქონდათ მოტანილი და მკითხეს მქონდა თუ არა ჩანთა, მე ვუპასუხე რომ მქონდა და შევძლებდი ფულის წაღებას. ამავე დროს უცებ შენობაში სწრაფად შემოვიდნენ სპეცრაზმელები მათ გამაკავეს, გავუწიე ფიზიკური წინააღმდეგობა თუმცა მოახერხეს ჩემი გაკავება. დანა , ხელყუმბარა და სხვა ნივთები არ გამომიყენებია წამართვეს." ნათქვამია გრიგოლ ნარსიას ჩვენებაში.
236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით ბრალდებული ნარსიასთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარუდგენიათ. დაკავებული იმერეთის სამხარეო პოლიციაშია. გრიგოლ ნარსია 20 სექტემბერს, თითქმის 9 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA