17/09/221 641 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო:

აშშ და ევროკავშირი შეძრწუნებული არიან უკრაინაში საფლავების აღმოჩენით, პუტინი აცხადებს, რომ ომს გააგრძელებს

აშშ-ის და ევროკავშირის დიპლომატებმა 16 სექტემბერს შეძრწუნებით უპასუხეს საფლავების აღმოჩენას უკრაინაში, იზიუმში, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც უკრაინამ ჩრდილოაღმოსავლეთის ხარკოვის რეგიონში წარმატებული კონტრშეტევის წარმოებით ქალაქი რუსეთის ძალებისგან დაიბრუნა.
დიპლომატები ცხადებენ, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს, იმ ფონზე, როცა უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, საფლავებში აღმოჩენილი გვამების უმეტესობა სამოქალაქო პირებისაა.
უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა ტვიტერით დაწერა, რომ მასობრივი სამარხის აღმოჩენამ "უნდა გააძლიეროს ჩვენი კოლექტიური მისწრაფება რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, მისი სისასტიკის გამო". აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი "შემაძრწუნებლად" იქცევა და სავარაუდოდ ომის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი "ღრმად შოკირებულია" საფლავების აღმოჩენის გამო და "უმკაცრესად გმობს ამ სისასტიკეს".
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნაპოვნია სულ მცირე 440 გვამი, ხარკოვის გუბერნატორი, ოლეჰ სინეჰუბოვი ამბობს, რომ ნაპოვნი გვამების 99 პროცენტს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები ეტყობა.
საფლავების აღმოჩენის თაობაზე რუსეთს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ომს გააგრძელებს. მისი თქმით, რუსეთის მთავარ სამხედრო ამოცანად რჩება უკრაინის მთელი დონბასის რეგიონის "გათავისუფლება".

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA