19/08/221 550 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო:

რამზან კადიროვი უკრაინაში მებრძოლ იჩქერიის მომხრეებს სისხლის აღებით ემუქრება

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი სისხლის აღებით დაემუქრა იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის მომხრეებს, რომლებიც რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის მხარეს იბრძვიან. როგორც "კავკაზ.რეალიი" იუწყება, შესაბამისი განცხადება კადიროვმა თავის ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა.

"ჩვენ თქვენ ყოველთვის, მთელი თქვენი სიცოცხლის განმავლობაში დაგედევნებით და გაგანადგურებთ. თითოეული ჩვენი მოკლული ძმისთვის ჩვენ თქვენ ათასობით დაგხოცავთ. შურისძიება სასტიკი იქნება. სადაც არ უნდა იყვნენ, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით", - აცხადებს ჩეჩნეთის რეგიონის ხელმძღვანელი.

კადიროვმა ასევე მიმართა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც არაღიარებული რესპუბლიკა იჩქერიის მხარდამჭერებს იფარავენ და მოუწოდა მათი ჩეჩნეთში ექსტრადიციისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები სისხლის აღების ფარგლებში მკვლელობას დანაშაულად ჩათვლიან.

სისხლის აღება - ეს არის ჩვეულება, რომელიც განვითარდა, როგორც ოჯახის, კლანის, საზოგადოების ღირსებისა და ქონების დაცვის უნივერსალური საშუალება. ამ ჩვეულების მიხედვით, მოკლულის ნათესავების მოვალეობაა, შური იძიონ მკვლელზე ან მის ნათესავებზე.
ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვიან ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონები. გასულ თვეში იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის მომხრეებმა კადიროვს და მის რეჟიმს ჯიჰადი გამოუცხადეს. იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის, ანზორ მასხადოვის ვაჟმა და შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის სპიკერმა ისლამ ბელოკიევმა ასევე რესპუბლიკის ტერიტორიაზე იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნისათვის მზადების შესახებ განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, "მომზადების მიზანს" არაღიარებული იჩქერიის დეოკუპაცია და დამოუკიდებლობა წარმოადგენს.
12 ივლისს უკრაინის პარლამენტში შევიდა დადგენილების პროექტი, რომელიც არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობის ცნობას ითვალისწინებს.
ამ ცნობას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ რამზან კადიროვი გამოეხმაურა, რომელმაც ასეთ საკანონმდებლო ინიციატივას "ძალიან სასაცილო" უწოდა. კადიროვი ჩეჩნეთის "იჩქერიად" გამოცხადებას მიიჩნევს "დასავლეთის პროექტად", რომელმაც არსებობა 2009 წელს შეწყვიტა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY