ხარკოვში დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
ქალაქ ხარკოვში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურის წარმომადგენელზე, დმიტრი ჩუბენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სალტოვსკის რაიონში გარდაცვლილია 16 ადამიანი. სლობოდსკოის რაიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. გარდაცვლილია ხუთი ადამიანი“, - განაცხადა ჩუბენკომ.
შეგახსენებთ, ხარკოვში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. 17 აგვისტოს, ხარკოვის სალტოვსკის რაიონში, რუსული ძალების მიერ სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. გარდა ამისა, 18 აგვისტოს, დილით რუსებმა ქალაქ ბელგოროდიდან ხარკოვის მიმართულებით 8 რაკეტა გაუშვეს. დაზიანდა შენობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, გაჩნდა ხანძარი. სლობოდსკოის რაიონში ერთ-ერთი რაკეტა 4-სართულიან საერთო საცხოვრებელს მოხვდა.