19/08/22710 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გოგაშვილი - „ქოცებო“, გავიგე მამა-მარჩენალს ცუდად შესრულებული დავალების გამო ძალიან დაუტუქსიხართ და ახლა ჩემზე გენერალურ შეტევას ამზადებთ

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს. გოგაშვილის თქმით, ხელისუფლება მასზე „გენერალურ შეტევას“ გეგმავს და მისი დამონტაჟებული საუბრის გამოქვეყნებას აპირებს.
როგორც გოგაშვილი აცხადებს, ეს გეგმა მმართველ გუნდს არანაირ შედეგს არ მისცემს, მით უფრო, რომ „ამას მათი უწყვეტი და ავთენტური საუბრის ჩანაწერები გადაფარავს“.
მან ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება კიდევ ერთხელ დააანონსა.
„ქოცებო, გავიგე მამა-მარჩენალს ცუდად შესრულებული დავალების გამო ძალიან დაუტუქსიხართ და ახლა ჩემზე გენერალურ შეტევას ამზადებთ, სადაც არსენალში ჩემი საუბრის დაჩეხვა და დამონტაჟება შეგიყვანიათ, რომელსაც გამოაქვეყნებთ. ეს ხომ უკვე დააანონსებინეთ „ვიტალი ხაზარაძეებს“: რა ალაპარაკებს და ვინ ალაპარაკებს ამას მალე გავიგებთო. ეს მეთოდი უკვე მოძველებული და გაშიფრულია. არანაირ შედეგს არ მოგცემთ. მით უფრო, ამას თქვენი უწყვეტი და ავთენტური საუბრის ჩანაწერები გადაფარავს. ისე ხომ არ ჯობია „სუკის“ ბებერი „ვოლკის“ ტაქტიკა გამოიყენოთ, გიჟად გამომაცხადოთ ან ფსიქიკურად დაავადებულად? მაგრამ შემდეგ ხომ ჩემი ციხიდან გაშვება მოგიწევთ. მოკლედ შარში ხართ.
პ.ს ახლა არ გამოდგათ „ვიტალი ხაზარაძე“ და არ ათქმევინოთ, აი, თავს იზღვევს წინასწარ და პრევენციას აკეთებსო. მარჩენალს პლუს ხუთ კაცში რომ ვიყავი და შინაური ბინძური სამზარეულოს ყველა ხერხი და მეთოდი რომ ვიცი დაგავიწყდათ?!
პ.ს. მალე: „როგორ იწრთობოდა ,,POSTV’’ სუს-ის სპეციალური დანაყოფის შექმნის ქრონიკები“. ( ვიტალი, ამ პროექტის შექმნაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ახლა იყუჩე)“ , - წერს სოსო გოგაშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY