17/08/22615 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

სასამართლომ ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრისთვის აქტივისტები გააფრთხილა

ქუთაისში, "თეთრ ხიდზე" ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრისთვის ორი აქტივისტი, "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები თორნიკე ბარათაშვილი და გია გოქაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გააფრთხილა. ამით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქუთაისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნა - სტიკერების გაკვრა სამართალდარღვევად გამოცხადა. თუმცა აქტივისტები 1000-1000 ლარით არ დაუჯარიმებიათ.
გადაწყვეტილება მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ 16 აგვისტოს გამოაცხადა.
"2019 წელს მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ იგივე ადგილზე სტიკერების გაკვრა გამოხატვის თავისუფლებად შეაფასა, ახლა კი დამნაშავეებად გვცნო", – ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.
მისი თქმით, ეს სასამართლოს საშიში პრეცედენტია და გადაწყვეტილება ყველა იმ სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგაა, ვინც ქვეყნის ოკუპაციას და შექმნილ ვითარებას აპროტესტებს.
ქუთაისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური 7 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზეანტისაოკუპაციო სტიკერების "თეთრ ხიდზე" გაკვრის გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებლების, თორნიკე ბარათაშვილისა და გია გოქაძის დაჯარიმებას ითხოვდა. მუნიციპალიტეტმა მიიჩნია, რომ "ENEMIES ARE NOT WELCOM" ("მტრებს არ ვიღებთ") სტიკერების ელექტრობოძებსა და ტურისტულ საინფორმაციო დაფაზე წარწერების გაკვრით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ქალაქის იერსახე დამახინჯდა.

მერიის ინსპექციამ სამართალდარღვევათა ოქმი სტიკერების გაკვრის მეორე დღეს, 8 აგვისტოს შეადგინა. მერიამ ოქმს დაურთო თავად აქტივისტების მიერ გადაღებული ფოტომასალა და თქვა, რომ დაირღვა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 150-ე მუხლის ის ნაწილი, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში სხვადასხვა შინაარსის წარწერების გაკვრა აკრძალულია.
"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებს იერსახის დამახინჯებისთვის მერიამ 2019 წელს 500-ლარიანი საჯარიმო ქვითარი გამოუწერა ქალაქის ისტორიული "თეთრი ხიდის" დაზიანებულ მინაზე გამაფრთხილებელი სტიკერების დაკვრისთვის. სამი წლის წინ საქალაქო სასამართლომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის ეს ოქმი ბათილად ცნო და იგი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA