აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის
შეერთებული შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინული ხორბლის შესაძენად 68 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს, რათა მსოფლიოში მწვავე სასურსათო კრიზისი მოგვარდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“ წერს.
„ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ყველაზე დაუცველთათვის და მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას ამ მაგალითს მიჰყვენ“, - წერს ბლინკენი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, ივლისის ბოლოს რუსეთმა და უკრაინამ თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით, მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინიდან შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით. მანამდე პორტები რუსულ ძალებს ჰქონდათ დაბლოკილი.