16/08/221 065 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო:

სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენებას

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ "აბსოლუტურ სიცრუეს" უწოდებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ცნობებს, თითქოს რუსეთი გეგმავდეს ტაქტიკური ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში მიმდინარე სპეციალური ოპერაციის დროს.

"სამხედრო თვალსაზრისით დასახული მიზნების მისაღწევად, არ არსებობის უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობა. რუსეთის ბირთვული შეიარაღების მთავარი დანიშნულება ბირთვული თავდასხმის შეკავებაა. მისი გამოყენება შემოიფარგლება ისეთი საგანგებო ვითარებით, რომელიც განსაზღვრულია ფართო გაცნობისთვის ღია რუსეთის სახელმძღვანელო დოკუმენტებით", - აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა 22 მარტს ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება.

"ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ის საჯაროდ ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველა მიზეზი, რის გამოც ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება. ანუ, თუ ქვეყნის არსებობას შეექმნება საფრთხე, მაშინ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი კონცეფციის შესაბამისად. ამ ტექსტში სხვა მიზეზები არ არის ნახსენები", - განაცხადა პესკოვმა ამერიკულ ტელეკომპანია „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა საბრძოლო მზადყოფნის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა სტრატეგიული შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA