16/08/22940 ნახვა წყარო: ipn.geფოტო:

ფინეთის პრემიერი - არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს

არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს,- ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა პოტენციური შენგენის ან ევროკავშირის სავიზო აკრძალვა განიხილეს რუსეთის მოქალაქეებისთვის.
მისი თქმით, მას ესმის „იმედგაცრუება, რაც ახლა ევროპაში აქვთ რუსების მოგზაურობის გამო, თითქოს არაფერი მომხდარა“.
„ვფიქრობ, არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, შევიდნენ ევროპაში, შევიდნენ შენგენის ზონაში, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ხალხს კლავს. ეს არასწორია”, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ლიდერებმა უნდა განიხილონ აღნიშნული საკითხი.
შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი იყო სანქციების დაწესება „მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ომზე, უამრავ ოლიგარქზე და მათზე, ვინც ფინანსურად და ეკონომიკურად სარგებლობს პუტინის რეჟიმისგან, და ჩვენ ასე გავაგრძელებთ“.
ამასთან, ოლაფ შოლცის თქმით, ლიდერებმა „ასევე უნდა გაიგონ, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი არ ეთანხმებიან რუსეთის რეჟიმს და „ყველა გადაწყვეტილებამ, რომელსაც „ჩვენ ვიღებთ, არ უნდა გაართულოს ქვეყნის დატოვება, რუსეთის ხელმძღვანელობისა და დიქტატურისგან თავის დაღწევა“.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,