14/08/22835 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო:

42-მა ქვეყანამ რუსეთს მოუწოდა, ჯარები გაიყვანოს ზაპოროჟიეს აეს-იდან, მათ შორისაა საქართველოც

მსოფლიოს 42-მა ქვეყანამ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან. მიმართვა ევროკავშირის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა 14 აგვისტოს. რუსეთმა ევროპის უდიდესი ელექტროსადგური მარტის დამდეგს დაიკავა.
 მასში უკრაინული პერსონალი განაგრძობს მუშაობას. უკანასკნელ კვირებში ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რამდენჯერმე დაეცა ჭურვები საარტილერიო იერიშის შედეგად. კიევი და მოსკოვი ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
მიმართვის ხელმომწერთა შორის არიან ევროკავშირის ყველა წევრი, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ჩრდილოეთი მაკედონია, აშშ, მონტენეგრო, სამხრეთი კორეა და იაპონია. ტექსტში რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი სიახლოვიდან და მთელი უკრაინიდან.
„ბირთვულ ობიექტზე რუსეთის სამხედრო პერსონალისა და შეიარაღების ყოლა მიუღებელია და არღვევს უსაფრთხოების, დაცვისა და გარანტიების პრინციპებს, რომელთა დაცვაც იკისრა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ყველა წევრმა,“ ნათქვამია ტექსტში. მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედროთა ყოფნა ხელს უშლის უკრაინას, დაიცვას ბირთვული უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის ნაკისრი ვალდებულებები, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს კი - ობიექტზე თავისი უფლებამოსილებების შესრულებაში.
მოსკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარები სადგურში განლაგებული არიან მხოლოდ მის დასაცავად ომის პირობებში. მოსკოვი მოუწოდებს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს, მოინახულონ ელექტროსადგური და ამბობს, რომ ვიზიტს უკრაინული მხარე უშლის ხელს. კიევი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები ელექტროსადგურიდან, რათა ვიზიტი შედგეს უკრაინის კანონების მიხედვით.
გაერომ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონა შექმნან. ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა უკრაინა. მას მხარი დაუჭირა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა. მოსკოვი ამ წინადადებაზე უარს აცხადებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY