14/08/221 135 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო გამოიყენება რუსეთისთვის სანქციების თავიდან ასარიდებლად, რეაგირება იქნება იზოლაცია - ილვესი

საქართველომ არ გამოავლინა ისეთი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ - ეს განცხადება ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა ,,ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გააკეთა. 
ილვესი ამბობს, რომ ამის გამო დიდი იყო იმედგაცრუებაც:
არ ვიცი რა არის სწორი სიტყვა, მაგრამ საკმაოდ დიდი იყო იმედგაცრუება იმით, თუ როგორ მოქმედებს საქართველო. საქართველომ არ გამოავლინა ისეთი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ. ეს უკვე დიდი ხანია, შესამჩნევია, მაგრამ ეს ასევე ახლოს არის დაკავშირებული იმასთან, რასაც აკეთებს საქართველო აკეთებს ქვეყნის შიგნით. რომ მას ბევრი არაფერი  გაუკეთებია ისე, როგორც ამას ევროკავშირში მოელოდნენ, ვგულისხმობ ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკას და ევროკავშირის საელჩოებზე მიყურადებას და სხვა. ეს არ არის გზა, რომლითაც მეგობრების გაჩენა და ადამიანებზე გავლენის მოხდენა არის შესაძლებელი." ამბობს პოლიტიკოსი. 
კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს რეალურად რუსეთისთვის სანქციების დაწესება, ის პასუხობს, რომ თუ არ უერთდები საერთო დასავლურ წესებს, მზად უნდა იყო შედეგებისთვისაც. 
"ლიბერალურ-დემოკრატიულმა დასავლეთმა ეს გააკეთა. ბევრი ქვეყანა ამას დათანხმდა. ისეთებიც კი , რომლებიც დასავლეთშიც კი არ არიან. თუ თქვენ ცალსახად არ მიყვებით იმას, რაც დანარჩენმა დასავლეთმა გააკეთა, ცხადია ეს თქვენი უფლებაა, თუმცა მაშინ თქვენ ასევე უნდა იყოთ მზად იმ შედეგებისთვის რომლებიც იმას მოჰყვება, რომ დასავლეთი ერთ-ერთ თავისიანად არ ჩაგთვლით." ამბობს ილვესი. 
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი და საქართველოს მეგობარი, რომელიც აგვისტოს ომის დღეებში თბილისში ჩამოვიდა, ეხმაურება "ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან, მისი მისამართით თავდასხმებს და ბრალდებას, რომ "ომი უნდა":
"კარლ ბილდტთან ერთად თავდასხმების სამიზნე გავხდი, საქართველოს ორი ყველაზე დიდი მეგობარი ბოლო 20 წლის განმავლობაში, მიჭირს, ობიექტური ვიყო. მე ვარ ერთ-ერთი ბრალდებული იმაში, რომ ომი მინდა და საქართველოს ომში ჩათრევას ვცდილობ. მსგავსი არაფერი მითქვამს, არასდროს, არასდროს. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების ნარატივია. 
თუ აღმოჩნდება ისე, რომ საქართველო ნამდვილად გამოიყენება რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებად, მაშინ დარწმუნებული უნდა იყვნენ, ამას რეაგირება მოჰყვება და ეს რეაგირება, ჩემი აზრით, ძალიან მკაცრი იქნება" - კითხვაზე რა შეიძლება იყოს ეს რეაგირება ილვესი პასუხობს  - იზოლაცია
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA