11/08/221 054 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

„ემპათიას“ შვეიცარიიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ჩამოჰყავს - ეს იქნება მნიშვნელოვანი ექსპერტიზა

ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელის, მარინა ჯიშკარიანის განცხადებით, ცენტრ „ემპათიას“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შვეიცარიიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ჩამოჰყავს.
მისი შეფასებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ექსპერტიზა.

“ეს გახლავთ ექსპერტიზის ფარგლებში მორიგი ვიზიტი. იცით , რომ ექსპერტიზა გრძელდება და შესაძლებელია კიდევ განხორციელდეს სხვა ვიზიტებიც. ჩვენ ვითხოვდით სხვა აპარატურის გამოყენებით გარკვეულ კვლევებს, მაგრამ გუშინ საგამოძიებო უწყებაში, რა ვიდეო მასალებიც ვიხილეთ, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კვლევები გარეთ გაყვანით არ იქნას მოთხოვნილი. ბევრ დასკვნაში გვიწერია, რომ საქართველოში, პენიტენციური სამსახურის სისტემაში შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის დაყოვნებაც კი, ვინაიდან არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და ეს ფაქტები გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შეუთავსებელია პენიტენციურ დაწესებულებაში მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია, მით უფრო რომ გამოძიება მიმდინარეობს არაეფექტურად. შესაბამისად, შეუძლებლად გვესახება აქ მოხდეს მისი ადეკვატური დიაგნოსტიკა და მკურნალობა. კადრები ნათლად ადასტურებს იმ დებულებებს, რაც ჩვენს დასკვნაშია ასახული. ეს არის წამებისა და არასათანადო მოპყრობის მეთოდების გამოყენება, მათ შორის საერთაშორისო სამედიცინო ეთიკის და საქართველო კანონმდებლობის ჯანდაცვის მიმართულებით უხეში დარღვევა. გარდა ამისა ვიხილეთ, რომ ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტიზა, რომელიც ჩატარებულია მე-12 დან მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას. ეს არის არასრულყოფილი, ეს არის საბჭოთა კავშირის სტანდარტი,შესაბამისად, ეს გამოძიება ეფექტურად ვერ ჩაითვლება, ასეთ შემთხვევაში შეუთავსებელია მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რადგან არაადეკვატურია ქმედებები და ქცევები , როგორც იქცევა პენიტენციური სამსახური”,- განაცხადა ჯიშკარიანმა.
მის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში შეტანილია 5 ექსპერტზე განაცხადი, რათა მოხდეს მათი ლიცენზიების აღიარება.
“ძალიან ცნობილი ექსპერტები არიან, მათ შორის ცენტრ “ემპათიას” ჩამოჰყავს შვეიცარიიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, რომელიც არის გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის პირადი მრჩეველი. შესაბამისად, ეს იქნება ერთობლივი და მნიშვნელოვანი ექსპერტიზა”, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,