10/08/22427 ნახვა წყარო: ipn.geფოტო:

ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია.
დეკანოიძის თქმითვე, სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნის საკითხი მათთან განხილვის თემა არ ყოფილა.
„ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან და საქართველოს პოლიტიკისგან, უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან მიხეილ სააკაშვილი ფაქტორია საქართველოს პოლიტიკაში - მისი პიროვნება მისი ისტორიიდან გამომდინარე, მისი აწმყო - ფაქტორია საქართველოს პოლიტიკაში. რაც შეეხება მის ღია მონაწილეობას არჩევნებში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს მისი პიროვნების, მისი პირადი გადასაწყვეტია და რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების და ამომრჩევლების გადასაწყვეტი, ამიტომ მხოლოდ მისი სოციალური ქსელიდან, სტატუსებიდან და ა.შ. ან რამდენიმე ადვოკატის განცხადებიდან არ ვიმსჯელებდი. წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან. ის არის ფაქტორი, მას აქვს ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობა, ის არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
ჩვენ, როგორც პარტიას, მის მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც არამხოლოდ პარტიულად ვართ დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან, არამედ მასთან ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი გვაქვს წლების განმავლობაში, არავითარი განცხადება პირადი კონტაქტის საფუძველზე არ მოგვისმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის გამიჯვნა ხდება ერთმანეთისგან მისი სურვილის შესაბამისად. ეს არ ყოფილა განხილვის თემა“, - განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში მიმდინარე პროცესებიც ძალიან აინტერესებს.
„არაბუნებრივი იმაში, რომ მას ახლა უკრაინის მოვლენები ძალიან აინტერესებს, ამ ძალიან მძიმე და უკრაინისთვის უდიდესი გამოწვევის და პრაქტიკულად, რუსეთის ღია აგრესიის ფონზე, რა თქმა უნდა, ამაში არაბუნებრივი არაფერი არ არის“, - განაცხადა დეკანოიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მოამბე - 2 ოქტომბერი, 2022.
      9 საათზე, 2 ოქტ
    • პირველები - 2 ოქტომბერი, 2022.
      8 საათზე, 2 ოქტ
    • მთავარი 6-ზე - 2 ოქტომბერი, 2022.
      6 საათზე, 2 ოქტ
    • ქრონიკა 5-ზე - 2 ოქტომბერი, 2022.
      5 საათზე, 2 ოქტ
    • მთავარი 3-ზე - 2 ოქტომბერი, 2022.
      3 საათზე, 2 ოქტ
    • ფორმულა 12-ზე - 2 ოქტომბერი, 2022.
      12 საათზე, 2 ოქტ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • სხვა კითხვები - 2 ოქტომბერი, 2022. აჩიკო მეფარიძე
      2 ოქტომბერი
    • იმედი LIVE - 2 ოქტომბერი, 2022.
      2 ოქტომბერი
    • კვირის ფორმულა - 2 ოქტომბერი, 2022.
      2 ოქტომბერი
    • ნოესთან - 2 ოქტომბერი, 2022. ლევილი
      2 ოქტომბერი
    • მასტერშეფი - 2 ოქტომბერი, 2022. თბილისობა და ქართული ქუჩის კვების კულტურა
      2 ოქტომბერი
    • P.S, - 2 ოქტომბერი, 2022.
      2 ოქტომბერი
    • Post Factum - 2 ოქტომბერი, 2022.
      2 ოქტომბერი
    • იმედის კვირა - 2 ოქტომბერი, 2022.
      2 ოქტომბერი
    • დროება - 2 ოქტომბერი, 2022. ერთმმართველობის 10 წლის იუბილე — არც ერთი შესრულებული დაპირება და მოტყუებული ხალხი
      2 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 2 ოქტომბერი, 2022.
      2 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 2 ოქტომბერი, 2022.
      2 ოქტომბერი
    • მე - 17 სართული - 2 ოქტომბერი, 2022. ჩრდილოეთის მორღვეული კარიბჭე...
      2 ოქტომბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 0

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA