09/08/22981 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

რუსეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის ინსპექტირებიდან დროებით გამოჰყავს თავისი ბირთვული ობიექტები

რუსეთმა შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომების შესახებ (START 3) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინსპექტირების პროცესიდან დროებით გამოჰყავს თავისი ობიექტები. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ცნობაშია ნათქვამი.
START 3-ის სახელწოდებით ცნობილი ხელშეკრულება ითვალისწინებს გაშლილი ბირთვული ქობინების, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტების და მძიმე ბომბდამშენების შემცირებას. ინსპექტორებს ორივე მხრიდან შეეძლოთ მოენახულებინათ ობიექტები, სადაც ინახება, და რემონტდება სტრატეგიული ბირთვული იარაღი და აღჭურვილობა. ინსპექტირების დელეგაციის წარმომადგენლები და საჰაერო ეკიპაჟის წევრები, ასევე თვითმფრინავები, სრული იმუნიტეტით სარგებლობდნენ იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც ტექდათვალიერებას ატარებდნენ. სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2011 წელს, ხოლო 2021 წელს მისი მოქმედება 2026 წლის 5 თებერვლამდე გაგრძელდა.
რუსეთი აცხადებს, რომ იძულებულია გადადგას ასეთი ნაბიჯი, რადგან ვაშინგტონის "არ ითვალისწინებს არსებულ რეალობას, ქმნის ცალმხრივ უპირატესობებს შეერთებული შტატებისთვის და რეალურად ართმევს რუსეთის ფედერაციას უფლებას განახორციელოს ინსპექტირება ამერიკის ტერიტორიაზე."
რუსეთის საგარეო უწყება მიზეზად ასახელებს სავიზო შეზღუდვებს და შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან საჰაერო სივრცის ჩაკეტვას რუსული თვითმფრინავებისთვის, რომლებსაც რუსეთის ინსპექტირების ჯგუფები ჩაჰყავთ შეერთებულ შტატებში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY