06/08/22877 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის გამო, ენერგოდარში პანიკაა - დმიტრო ორლოვი

ოკუპირებულ ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის გამო პანიკაა, - ამის შესახებ ენერგოდარის მერმა, დმიტრო ორლოვმა განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ქალაქში პანიკაა და ჩვენ გვესმის, რომ ამას მოჰყვება შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ევაკუაციის მსურველთა შემდეგი ტალღა", - თქვა ორლოვმა და დასძინა, რომ დაბომბვის გამო, ქალაქის ნაწილი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა. 
მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ატომური სადგურის ტერიტორიაზე არსებულ ენერგობლოკებს შორის მძიმე იარაღს მალავენ. 
"ისინი ენერგეტიკული ნაწილებს შორის მალავენ მძიმე იარაღს, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებს. პერიოდულად ცოტათი შორდებიან სადგურს, ისვრიან დნეპრის, ნიკოპოლის, მარგანეცის და ზაპოროჟიეს მიმართულებით, შემდეგ კი უკან ბრუნდებიან", - ამბობს დმიტრო ორლოვი.
ენერგოდარის მერი არ გამორიცხავს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსები სხვადასხვა პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავდნენ. 
შეგახსენებთ, 5 აგვისტოს, რუსმა ოკუპანტებმა ოთხჯერ ისროლეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით. შედეგად ერთ-ერთ ელექსტროსადგურზე ავარიული დაცვის სისტემა გააქტიურდა, ჩართული იყო დიზელის გენერატორები. ეს დანადგარები ამ დროისთვის ქსელიდან გამორთულია. 
თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 0

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.