18/04/201 415 ნახვა წყარო: 1tv.geფოტო: 1tv.ge

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ანტისხეულების სისხლში არსებობა არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ პაციენტს კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი აქვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ანტისხეულების სისხლში არსებობა არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ პაციენტს კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ჯანდაცვის ორგანიზაციას არ აქვს მტკიცებულება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი გამოუმუშავდა.
„არსებობდა მოლოდინი, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს გამოუმუშავდებოდა იმუნიტეტი და მოქალაქეების დიდი ნაწილს სისხლში ანტისხეულები ექნებოდა. თუმცა, ვფიქრობ მტკიცებულებები ამის საწინააღმდეგოდ მიუთითებს. ასე რომ, ეს ვერ გადაჭრის პრობლემას, როგორც ამას ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ელოდებოდა“, – განაცხადა რაიანმა. როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ქრის დაი „სიენენთან“ ინტერვიუში აცხადებს, ანტისხეულების ტესტების შემუშავებაზე მუშაობა გრძელდება.
„ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ მოქმედებს იმუნიტეტი „კოვიდ-19“-თან ურთიერთქმედებისას. ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მართალია, როდესაც ამბობს, რომ ანტისხეულებზე ტესტი, 100 პროცენტით არ არის საკმარისი იმის სათქმელად, რომ ადამიანს ინფექციაზე იმუნიტეტი აქვს“, – განაცხადა რაიმ.
მისივე თქმით, ქმედითი ანტისხეულების ტესტების შექმნამდე საჭირო იქნება ექსპერიმენტული ცდების ჩატარება და ადამიანის ორგანიზმის საპასუხო რეაქციის უფრო დეტალური კვლევა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • კურიერი - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • მოამბე 21 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • პირველები - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ
    • ფორმულა 20:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ
    • ქრონიკა 20:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ანეგდოტების შოუ - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სხვა რაკურსი - 21 სექტემბერი, 2023. თეკლა ნაჭყებია • დარიკო მატკავა  “სხვა რკურსის” მოგზაურობა თურქეთში
      21 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • მრგვალი მაგიდა — 21 სექტემბერი, 2023. ხელისუფლება რუსეთის აგენტის ფარად
      21 სექტემბერი
    • კაცები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სანაია - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • რეაქცია - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სპექტრი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის ამბები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 40

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA