05/08/221 004 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

ბჟანია: სანამ ჩვენ და რუსეთი მოკავშირეები ვართ, არაფერი გვემუქრება

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, საქართველო უარს არ ამბობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მაგრამ სანამ აფხაზეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან, არაფერი ემუქრებათ.
როგორც აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს, 4 აგვისტოს, „ქალაქ სოხუმის აქტივთან“ შეხვედრისას ბჟანიას შეკითხვა დაუსვეს „აფხაზეთის სამხედრო უსაფრთხოების“ შესახებაც. დე ფაქტო პრეზიდენტის პასუხი იყო, რომ ეს „გარანტირებულია აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მიერ უწყვეტი კავშირით რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან“.
„სანამ ჩვენ მოკავშირეები ვართ, სანამ ერთად ვართ, არაფერი გვემუქრება“, - განაცხადა ბჟანიამ. მისივე თქმით, აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილება ნიშნავს მუდმივად შეიარაღებულ რამდენიმე ათასს ადამიანს: „ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, სურათი სავალალო იქნებოდა. არა იმიტომ, რომ ვინმესი გვეშინია. არ გვეშინია, რადგან მართალი ვართ, მაგრამ მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება და რევანშისტული განწყობები არსად წასულა“.
ბჟანიას განცხადებითვე, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი აფხაზეთის მთლიან "სახელმწიფო ბიუჯეტზე" მეტია და საქართველო არ ამბობს უარს იმის აღდგენაზე, რასაც საკუთარ "ტერიტორიულ მთლიანობად მიიჩნევს". ოკუპირებული აფხაზეთის წლევანდელი, ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც დიდწილად რუსეთისგან მიღებული დაფინანსებით იქმნება, დაახლოებით 12 მილიარდი რუბლია(დაახლოებით 541 მილიონი ლარი).
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York