18/04/201 432 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია 1.48 მლნ ევროს ღარიბებისთვის ხარჯავს – Covid 19

რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში პანდემიისგან დაზარალებულ, მოწყვლად ჯგუფებს ეხმარება.
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ცნობით, რუმინეთის პატრიარქის, დანიელის მიმართვის შემდეგ, რუმინეთის ეკლესიის სასულიერო პირებმა და მოხალისეებმა გააძლიერეს ზრუნვა სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, რომლებიც დაზარალდნენ პანდემიისგან.
მატერიალური დახმარება განკუთვნილია ღარიბებისა და მოხუცებისთვის, ავადმყოფებისა და შშმ პირებისთვის, რომლებიც დროებით იმყოფებიან იზოლაციაში ან კარანტინში. ასევე, რუმინეთის ეკლესია ეხმარება რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას. ეკლესიის დახმარება გამოიხატება საკვების, ჰიგიენური საშუალებებისა და სამედიცინო აღჭურვილობის დარიგებაში. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ცნობით, პანდემიის შედეგად მძიმედ დაზარალებულთა დასახმარებლად რუმინეთის ეკლესიამ უკვე გაიღო 1 480 000 ევრო [7 153 671 ლეი].
რუმინეთის საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქმა დანიელმა, ასევე ეპისკოპოსებმა და სასულიერო პირებმა, თანხა გაიღეს საკუთარი ხელფასებიდან, რომ რამდენიმე კლინიკისთვის, მოხალისეებისა და სოციალური მუშაკებისთვის აღჭურვილობა ეყიდათ კორონავირუსისგან თავის დასაცავად.
საპატრიარქოს ცნობით, ერთ-ერთმა არქიეპისკოპოსმა ადგილობრივი ხელისუფლება დაარწმუნა, რომ ეკლესიის გარემონტებისთვის განკუთვნილი 300 000 ევრო ორ ადგილობრივ სახელმწიფო საავადმყოფოში გადამისამართებულიყო.
პანდემიის გამოცხადებიდან მოკლე ხანში რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა მოუწოდა მრევლს, „გამოცდისა და ტანჯვის ეს პერიოდი“ გადაელახათ ლოცვითა და კეთილი საქმით.
„ვილოცოთ ყველა ავადმყოფისთვის, მათი სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის, ვილოცოთ ექიმებისთვის და ყველასთვის, ვინც ხალხს ეხმარება“, – განაცხადა პატრიარქმა დანიელმა.
რუმინეთის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.
11 აპრილის მონაცემებით, რუმინეთში კორონავირუსის 5 990 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 282 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 758.
მარტის ბოლოს, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, ხელისუფლებასთან კონსულტაციით გადაწყვიტა, რომ ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩაატაროს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • კურიერი - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • მოამბე 21 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • პირველები - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ
    • ფორმულა 20:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ
    • ქრონიკა 20:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ანეგდოტების შოუ - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სხვა რაკურსი - 21 სექტემბერი, 2023. თეკლა ნაჭყებია • დარიკო მატკავა  “სხვა რკურსის” მოგზაურობა თურქეთში
      21 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • მრგვალი მაგიდა — 21 სექტემბერი, 2023. ხელისუფლება რუსეთის აგენტის ფარად
      21 სექტემბერი
    • კაცები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სანაია - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • რეაქცია - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სპექტრი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის ამბები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ