02/08/221 001 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: cnn.com

ომისგან უკრაინის ინფრასტრუქტურას 108 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა

რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 108 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა, რომლის რესტავრაციისთვისაც, კიევის ეკონომიკის სკოლის კვლევის თანახმად, მინიმუმ 185 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო.
კვლევის მიხედვით, ზარალის საერთო რაოდენობაში ყველაზე დიდი წილი დაზიანებულ ან განადგურებულ -129.9 ათას საცხოვრებელ კორპუსს უკავია. აქედან 114,7 ათასი კერძო სახლია,ხოლო 15,1 ათასი-მრავალბინიანი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემები კიდევ უფრო მეტია-მინიმუმ 140 ათასი განადგურებული საცხოვრებელი სახლი.
მეორე ადგილზეა ინფრასტრუქტურის სექტორი. აქ ზარალი 31,6 მილიარდ დოლარად შეფასდა. მესამე ადგილზეა მრეწველობა, ზარალის ოდენობა 8.8 მილიარდი დოლარია.
ზოგადად, კიევის ეკონომიკის სკოლის თანახმად, 24 თებერვლიდან რუსეთმა დააზიანა, გაანადგურა ან ხელთ იგდო: 388 საწარმო; 43,7 ათასი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა; 1991 მაღაზია; 511 ადმინისტრაციული შენობა; 18 სამოქალაქო აეროპორტი; 105,2 ათასი სამგზავრო მანქანა; 764 საბავშვო ბაღი; 634 კულტურული ობიექტი; 27 სავაჭრო ცენტრი; 28 საწვავის საწყობი.

2022 წლის 13 ივნისიდან დოკუმენტირებული ზარალის საერთო ოდენობა 12.8 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 40

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA