02/08/221 370 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: nature.com

აშშ-ის სასამართლომ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ყველაზე მკაცრი განაჩენი გამოიტანა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ტეხასელ გაი რეფიტს 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე შვიდი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ეს ყველაზე დიდი სასჯელია, რაც დონალდ ტრამპის მომხრეების მიმართ კაპიტოლიუმის ხელში ჩაგდების მცდელობის თაობაზე მიმდინარე სასამართლო გამოძიების დროს დადგა.
ერთი წლის წინ, 2021 წლის ნოემბერში, კოლუმბიის ოლქის სასამართლომ 41 თვით პატიმრობა მიუსაჯა კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის ერთ-ერთ მონაწილეს, არიზონის შტატის მცხოვრებ ჯეიკობ ჩენსლის. 51 წლის ჩენსლი შამან Qanon-ის მეტსახელითაა ცნობილი.
გაი რეფიტს ბრალად ედება კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანაში. ხოლო ამბოხის დასაწყისშივე იგი მოუწოდებდა ხალხს გაერღვიათ პოლიციის ჯაჭვი და კიბეებზე ასულიყვნენ შენობაში შესასვლელად. პროკურატურამ მას დემონსტრანტების "ლიდერი" უწოდა. "მან წაუკიდა ასანთს, რომლიდანაც მერე ცეცხლი გაჩნდა", - განაცხადეს პროკურორებმა. გარდა ამისა, ტეხასში დაბრუნებისთანავე, იგი შურისძიებით დაემუქრა თავის ვაჟს და ქალიშვილს, თუ ისინი მას გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადასცემდნენ. "მოღალატეებს ესვრიან",-განუცხადა რეფიტმა თავის 18 წლის შვილს, რომელმაც ამის მიუხედავად, მამის წინააღმდეგ ჩვენება მისცა FBI-ის, შემდეგ კი სასამართლოს.
სახელმწიფო ბრალდება რეფიტისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი ძალადობრივი ქმედება იყო.

რეფიტის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისმა კლიენტმა დაარღვია კანონი, ის თავად არ შეჭრილა კაპიტოლიუმის შენობაში. დაცვის მხარე სასამართლოსგან რეფიტისგან არა უმეტეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ითხოვდა.
2021 წლის 6 იანვარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალი წაყენებული აქვს საერთო ჯამში, 600-ზე მეტ პირს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,