რეზნიკოვი - უკრაინაში კიდევ 4 HIMARS-ი ჩამოვიდა - მისი ზალპური ცეცხლის ხმა მიმდინარე ზაფხულის მთავარი მუსიკალური ჰიტი გახდა მოწინავე პოზიციებზე
უკრაინას HIMARS-ის კიდევ 4 რეაქტიული სისტემა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
უკრაინას HIMARS –ი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაწოდა.
„უკრაინაში კიდევ ოთხი HIMARS-ი ჩამოვიდა“,- განაცხადა რეზნიკოვმა.
მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს პენტაგონის ხელმძღვანელს ლოიდ ოსტინს და ამერიკელ ხალხს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ამ შეიარაღების გამოყენება ვიცით. HIMARS-ის ზალპური ცეცხლის ხმა მიმდინარე ზაფხულის მთავარი მუსიკალური ჰიტი გახდა მოწინავე პოზიციებზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.