29/07/22952 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

დონეცკში დაბომბვის შედეგად 53 უკრაინელი ტყვე დაიღუპა, მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ

ოკუპირებულ დონეცკში მდებარე ოლენივკას იზოლატორზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მინიმუმ, 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას მარიონეტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალები ავრცელებენ და იერიშს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აბრალებენ.
აქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამოაცხადეს, რომ დაღუპული იყო 40 უკრაინელი სამხედრო ტყვე, 75 კი დაშავებული, ასევე, მათივე ინფორმაციით, დაჭრილი იყო იზოლატორის 8 თანამშრომელიც. მათი მტკიცებით, ციხეზე იერიში უკრაინელებმა ამერიკული HIMARS-ებით მიიტანეს. 
საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. უკრაინის გენერალური შტაბის თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოლენივკაში განზრახ და დამიზნებით, საარტილერიო ცეცხლის მეშვეობით, დაბომბეს იზოლატორი, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.
უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ რუსეთი ასეთი პროვოკაციებით ცდილობს, უკრაინას ომის დანაშაულები დააბრალოს. ამას გარდა, ამბობენ, რომ ამ გზით, ოკუპანტები იზოლატორში ჩადენილ საკუთარ ომის დანაშაულების, წამებებისა და დახვრეტების კვალის დაფარვას ცდილობენ.
უკრაინის გენშტაბში ხაზს უსვამენ, რომ ისინი პარტნიორების მიწოდებულ დიდი მანძილის იარაღებს მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე იერიშის მისატანად იყენებენ.
ოლენივკას იზოლატორში მარიუპოლიდან ევაკუირებული აზოვსტალის მცველებიც იმყოფებოდნენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey