26/07/22827 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - პრეზიდენტიც კი გააგიჟეს, კობახიძემ ზურაბიშვილს „პავლიკ მოროზოვი“ უწოდა – დახვრიტეს საწყალი პავლიკა - რეპრესიებს დაიწყებენ და ამას გვეუბნებიან გადატანითი მნიშვნელობით?!

ჩვენ იმიტაციაში არ შევდივართ. აგერ, ხომ ხედავთ რა უნდათ, პრეზიდენტიც კი გააგიჟეს, კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი „პავლიკ მოროზოვიაო“ – „დეპავლიკიზაცია“ ნიშნავს, რომ დახვრიტეს საწყალი პავლიკა... რეპრესიები უნდა დავიწყოთო, ამას გვეუბნებიან გადატანითი მნიშვნელობით?! სასაცილოა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი „ტროიკების“ შექმნით პოლარიზაციას აღრმავებს. ამასთან, მისივე თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი არაფრის გამკეთებელი არ არის.
„ყველამ კარგად იცის, რომ იქ არაფერი მოხდება. ერთი რამ ფაქტია, რისი პოლარიზაცია, როდესაც მაქსიმალურად ძაბავს ვითარებას ბიძინა ივანიშვილი და „ტროიკების“ შექმნით პოლარიზაციას აღრმავებს, ანტაგონიზმს თესავს.
არავითარი პარალელური რეჟიმი არ არის. ჩვენ მოვითხოვეთ პარლამენტის სხდომა, სხდომაზე 4 საკითხი გავიტანეთ, მათ შორის, ერთი მზა საკითხი იყო, რომელიც მეორე მოსმენის წინ კომიტეტის სხდომის ჩატარებას საჭიროებს და ორ დღეში კონსტიტუციის მიღება შეგვიძლია. გარდა ამისა, კანონპროექტები, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება მომზადებულია, ამ კანონპროექტების დახვეწისთვის ლეგიტიმურ სტრუქტურებში, რომელსაც პარლამენტი და მისი კომიტეტები ჰქვია, ჩვენ სამუშაო ჯგუფებს ვქმნით და არა პარალელურ კომისიას. ჩვენ მუშაობა ოფიციალურ სტრუქტურებში გადაგვაქვს. ვეუბნებით, რომ არ გვინდა დროში გაწელვა და სატყუარა ფუნქციის მქონე რაღაცები.
ჩვენ იმიტაციაში არ შევდივართ. აგერ, ხომ ხედავთ რა უნდათ, პრეზიდენტიც კი გააგიჟეს, კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი "პავლიკ მოროზოვიაო". "პავლიკ მოროზოვი" არის პატარა ბავშვი, „გაკულაკების“ დროს, ოჯახებიდან ხორბალი რომ გამოჰქონდათ, მამამისმა ხორბალი გადამალა, მოროზოვი კი წავიდა და მამამისი დააბეზღა. როგორ გამოდის სალომე ზურაბიშვილი მოროზოვი?! ეუბნება „შენ ბიძინა ივანიშვილს, მამას უღალატეო“, „შენ ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირში დააბეზღე“... რა შედარებაა? სად "პავლიკ მოროზოვი" და სად სალომე ზურაბიშვილი. "დეპავლიკიზაცია" ნიშნავს, რომ დახვრიტეს საწყალი პავლიკა... ე.ი. რეპრესიები უნდა დავიწყოთო, ამას გვეუბნებიან გადატანითი მნიშვნელობით?! სასაცილოა“,- აღნიშნავს გოცირიძე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA