კლინიკა „თიმი“, სადაც კორონავირუსი 2 ექიმს, 5 ექთანს და 2 პაციენტს დაუდასტურდა, დროებით დაიხურება
კლინიკა „თბილისის მედიცინის ინსტიტუტი” (TIM) დროებით დაიხურება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” კლინიკის დირექტორმა, გიორგი კაჭახიძემ განუცხადა.
„დღეს უკვე 5 პაციენტი გვყავდა დარჩენილი. ზოგი პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში გადავა, ზოგი - კარანტინში. თანამშრომლების დიდი ნაწილი კარანტინშია ახლა. როგორც კი გამოვალთ ყველა კარანტინიდან, მოხდება კლინიკის დეზინფექცია და გავაგრძელებთ მუშაობას”, - განაცხადა კაჭახიძემ.
მისი ინფორმაციით, კლინიკაში ჯამში 9 ადამიანია დაინფიცირებული - 2 ექიმი, 5 ექთანი და 2 პაციენტი.
ცნობისთვის, დღეს კლინიკის დირექტორმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რომ კლინიკაში ორი პაცინეტის ინფიცირება, სავარაუდოდ, მედპერსონალისგან მოხდა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ინფექცია ერთ-ერთმა ექთანმა შეიტანა, რომელიც ძმისგან, სასულიერო პირისგან დაინფიცირდა.