17/07/221 483 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

უკრაინამ უნდა იჩქაროს. პუტინი ბლეფზე მიდის – ფუკუიამა

იაპონური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ტყუის, როცა ამბობს, რომ „უკრაინაში რუსეთს ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია“. ამის შესახებ ფუკუიამამ „დოჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ის ტყუის, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეზე. დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები, რომლებიც სწავლობენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, აღნიშნავენ, რომ ახლა რუსეთის არმია შემადგენლობის ძალიან მწვავე დეფიციტს განიცდის. მათ დაკარგეს, ალბათ, მთელი პერსონალის მესამედამდე, რომელიც თავდაპირველად გაგზავნეს უკრაინის გასანადგურებლად. რუსეთის მსხვერპლის შეფასება მხოლოდ მიახლოებითია, მაგრამ შესაძლოა იყოს 20 000 მოკლული და 60 000 დაჭრილი. პლუს – ტყვეები და ა.შ.
ისეთი დიდი ქვეყნისთვისაც კი, როგორიც რუსეთია, ეს არ არის პატარა სამხედრო ოპერაცია. სამხედრო თვალსაზრისით ეს პრაქტიკულად კატასტროფაა. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის არმიას მხოლოდ ძალიან მცირე წინსვლა აქვს ორი თვის განმავლობაში, რაც მათ დაიწყეს სამხედრო მოქმედებების კონცენტრაცია დონბასში და ვფიქრობ, რომ მათ არც დიდი რეზერვი აქვთ, ასე რომ, ჩემი აზრით, პუტინი ბლეფზე მიდის, როდესაც ამბობს, რომ მათ „ჯერ კიდევ არ დაუწყიათ“ – ამბობს ფუკუიამა.
ამავე ინტერვიუში ფუკუიამა ამბობს, რომ არსებობს ორი გარემოება, რაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხს საფრთხეს უქმნის:
„პირველი ტესტი უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას ელის ზამთარში. რუსეთმა ფაქტობრივად უკვე შეაჩერა ბუნებრივი გაზის მიწოდება და მე ვფიქრობ, რომ სიცივის დადგომასთან ერთად ევროპას რეალური პრობლემა შეექმნება რუსული გაზის შემცვლელის საპოვნელად.
მეორე საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ში რესპუბლიკელების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა თანდათან სუსტდება. ამავდროულად, ტრამპი მეორე მხარეს არის – ის პრორუსულადაა განწყობილია და არა პროუკრაინულად.
ცხადია, თუ ტრამპი 2024 წელს დაბრუნდება პრეზიდენტის პოსტზე, ამან შეიძლება რუსეთის ყველა პრობლემა გადაჭრას, რადგან ტრამპი აპირებს აშშ-ს ნატოდან გაყვანას. ამრიგად, კრემლი თავის მთავარ მიზნებს ამერიკული პოლიტიკის კურსის შეცვლით მიაღწევს. აი, ამიტომ, ვფიქრობ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უკრაინამ გარკვეულ პროგრესს მიაღწიოს და ბრძოლის ველზე ინიციატივა ზაფხულში აიღოს.
დასავლეთში ერთიანობა დამოკიდებულია იმაზე, სჯერა თუ არა ხალხს, რომ ახლო პერსპექტივაში შესაძლებელია საომარი პრობლემების გადაჭრა. თუ გადაწონის მოსაზრება, რომ სიტუაცია ჩიხში შევიდა და დიდხანს გაგრძელდება, მაშინ, ვფიქრობ, დასავლეთის ერთიანობაში ბზარები გაჩნდება და მეტი მოწოდება იქნება უკრაინაზე ტერიტორიის დათმობისკენ ომის შესაჩერებლად“.
ფუკუიამა ამბობს, რომ ამჟამინდელი რუსეთი მას ყველაზე მეტად ნაცისტურ გერმანიას ახსენებს:
„მისი ერთადერთი იდეოლოგია უკიდურესი ნაციონალიზმია, თუმცა ნაკლებად განვითარებული ფორმით, ვიდრე ნაცისტებს ჰქონდათ. გარდა ამისა, ეს რეჟიმი ძალიან სუსტად არის ინსტიტუციონალიზებული და რეალურად ტრიალებს ერთი ადამიანის – პუტინის ირგვლივ, რომელიც აკონტროლებს ძალაუფლების ყველა მთავარ ბერკეტს“.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY