16/07/22762 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

„ნაციონალური მოძრაობა“ - სახელმწიფოს სამივე ფორმალური სახელისუფლებო შტოდან, ღიად გვესმის ანტიამერიკული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში „კლანურ“ მმართველობას

სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს სამივე ფორმალური სახელისუფლებო შტოდან, უკვე ღიად გვესმის ანტიამერიკული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში „კლანურ“ მმართველობას, რომელიც ემსახურება ერთ რუს ოლიგარქს და არა ქართველი ხალხის ინტერესს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „რუსული ოლიგარქიული რეჟიმი“ თავს ესხმის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამით თავს ესხმის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერად და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით იყო და არის არსებითი და შეუცვლელი. ქართველი ხალხი ხედავს და აფასებს შეერთებული შტატების ეგზისტენციურ როლს ჩვენი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად.
ამ რეალობაში, საქართველოსთვის შეერთებული შტატების როლის არათუ არასწორი კუთხით წარმოჩენა, არამედ, ამ როლში ბუნდოვანების შემოტანაც კი, არის ფუნდამენტურად ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიდასავლური მოვლენა, რომლითაც მხოლოდ საქართველოს მტრები ხეირობენ.
სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს სამივე ფორმალური სახელისუფლებო შტოდან, უკვე ღიად გვესმის ანტიამერიკული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში კლანურ მმართველობას, რომელიც ემსახურება ერთ რუს ოლიგარქს და არა ქართველი ხალხის ინტერესს.
ამიტომ, როგორც ევროკავშირის რეკომენდაციებშია ნათქვამი, საქართველოს ევროპული და მშვიდობიანი მომავლისთვის აუცილებელია - დეოლიგარქიზაცია.
რუსული ოლიგარქიული რეჟიმი თავს ესხმის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამით თავს ესხმის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
რუსული ოლიგარქიული რეჟიმი ამას ზუსტად იმ ე.წ. არგუმენტებით აკეთებს, რა „არგუმენტებიც“ აქვს რუსეთს დასავლურ სამყაროსთან.
ეს „არგუმენტებია“ რომ თითქოს არსებობს „სუვერენული დემოკრატია“ „სუვერენული სასამართლო სისტემა“, რომლის მიერ არაადამიანური, არასამართლიანი, პოლიტიკურად მოტივირებული და ძალადობრივი გადაწყვეტილებების მიღება/აღსრულებაზე რეაგირება არ არის დასავლური სამყაროს კომპეტენცია.
ამავე გზავნილებით რუსეთი აკრიტიკებდა ე.წ. მაგნიტსკის სიას და ამავე „არგუმენტით“ რუსეთი აკრიტიკებს ყველა იმ დაწესებულ სანქციას, რომელიც ძალადობრივი სისტემის მომსახურე რუსი მოსამართლეების წინააღმდეგ გაიცა.
მადლობას ვუხდით შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის. გამოვთქვამთ რწმენას, რომ მათ შორის შეერთებული შტატების დახმარებით, ქართველი ხალხი შეძლებს გაატაროს ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, რაც დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, მოიტანს ქვეყნის დეოლიგარქიზაციას და ქვეყნისთვის გააჩენს ახალ ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
ქართველი ხალხი აუცილებლად შეძლებს, უახლოეს მომავალში ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც თავს არ დაესხმება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გაუფრთხილდება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირესთან მეგობრულ ურთიერთობებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.
როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA