15/07/221 678 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

EU რუსეთისთვის სანქციების ვადას აგრძელებს და ოქროს იმპორტს კრძალავს

ევროკომისიამ დღეს მიიღო დამატებითი ზომები, რათა რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული „სანქციების ექვსი, უპრეცედენტო პაკეტი გაძლიერდეს“.
ევროკომისიის განმარტებით, ახალი პაკეტი კრძალავს რუსული ოქროს იმპორტს. ამასთან, სანქციების მოქმედების ვადა 2023 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა, – მოგვიანებით ევროკომისია კვლავ იმსჯელებს ამ საკითხზე.
ევროკომისიის პრესცენტრის თანახმად, სანქციების დღევანდელი, „შენარჩუნებისა და გასწორების“ პაკეტი აწესებს ცვლილებებს ოპერატორებისთვის სამართლებრივი უსაფრთხოების გასაძლიერებლად და წევრი სახელმწიფოების მიერ აღსრულების მიზნით.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 15 ივლისს განაცხადა:
„რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. ამიტომ, ჩვენ დღეს გამოვდივართ ინიციატივით, გამკაცრდეს ევროკავშირის მძიმე სანქციები კრემლის წინააღმდეგ, უფრო ეფექტურად აღსრულდეს ისინი და გახანგრძლივდეს 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვს ძვირად უნდა უჯდებოდეს აგრესიის გაგრძელება“.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კი განაცხადა:
„დღევანდელი პაკეტი ასახავს ჩვენს კოორდინირებულ მიდგომას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის დიდ შვიდეულთან“.
ევროკომისია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ევროკავშირის სანქციები არ ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობას მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY