11/07/22946 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოების წევრების გასვლაზე - თუ რეჟისორს მოვიწვევდით, სერიოზულ კომედიას გადაიღებდა - პარტიას რა უნდა დაარქვან, „ოცნების ბუსტერი“?

ეს არის უხარისხო, ვირ-ეშმაკული თამაში, რომლის მოტივაცია და გეგმა აბსოლუტურად ბუნდოვანია - აქ პოლიტიკური, სოლიდური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნასახი არ არის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებისა და ასევე, პარტიის წევრების მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი შეაფასა.მისი თქმით, რასაც ისინი აკეთებენ პოლიტიკურ-ტექნოლოგიური აბსურდია.
„აბსოლუტურად კომიკური სიტუაციაა, მაგრამ რადგან პოლიტიკურ პროცესში ხდება, ტრაგიკომედიად უნდა დავახასიათოთ. ამ ხალხის პოზიციასა და „ქართული ოცნების“ პოზიციას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ, ანუ, რის გამო გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“ გაუგებარია. ყაველაშვილის სახელით წერილი გამოქვეყნდა და შემდეგ კობახიძე იცავდა წერილის პათოსს. დარწმუნებული ვარ ყაველაშვილს ბოლომდე არ აქვს წაკითხული წერილი. რასაც ამბობს კობახიძე, იგივეს იმეორებენ. ეს არის უხარისხო ვირ-ეშმაკული თამაში, რომლის მოტივაცია და გეგმა აბსოლუტურად ბუნდოვანია, არ ვიცი, პარტიას რა უნდა დაარქვან - „ოცნების“ მოადგილეთა პარტია?!, თუ „ბუსტერ-პარტია?!“. ძალიან სასაცილოა. პოლიტიკურ-ტექნოლოგიური აბსურდია, რასაც ისინი აკეთებენ. ამ ვირ-ეშმაკულ თამაშში იმდენად უჩანთ ყურები და ორგანოები, სასაცილოა. აბსურდის კინორეჟისორები არიან. შენგელაია გადაიღებდა ალბათ, საქართველოში და თუ ჩვენ დასავლელ რომელიმე რეჟისორს მოვიწვევდით ძალიან სერიოზულ კომედიას გადაიღებდა ამ აბსურდზე. აქ პოლიტიკური, სოლიდური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნასახი არ არის, რაღაცას „ხლაფორთობენ“ და რას „ხლაფორთობენ“ თვითონაც ვერ ხვდებიან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, ლაგოდეხში, ჭიათურასა, თერჯოლაში და ახალციხეში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს - საუბარია მიხეილ ყაველაშვილზედიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარზე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ