06/07/22734 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ბეჟაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ სანქციების თემა უფრო და უფრო მოახლოვდება

ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, სანქციების თემა უფრო და უფრო მოახლოვდება - მათ უნდა გააკეთონ არჩევანი: სანქცირება თუ საქართველოს ინტერესები,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მაიკ მაკფოლის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ჯგუფთან, რომელიც სანქციებზე მუშაობს, ოპოზიციაც ითანამშრომლებს.
"სანქციების თემა ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებულია, რომ იმ პირების, იმ სახელმწიფოების თანამდებობის პირთა სანქცირების საკითხი აუცილებლად იქნება განხილული, რომლებიც ჩართულები იქნებიან რუსეთის ფედერაციის დახმარებაში და ამ შემთხვევაში საქართველოც, მისი ხელისუფლების წყალობით, მოხვედრილია ამ ქვეყნების სიაში. შექმნილია საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც სანქციების საკითხზე იმუშავებს და ბუნებრივია, მათთან ჩვენც ვითანამშრომლებთ, რადგან ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას აქვს საკმარისი ინფორმაცია, თუ როგორ უწყობს ხელს "ქართული ოცნების" რიგითი თანამდებობის პირები და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი რუსეთისთვის სანქციების არიდებას. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, სანქციების თემა უფრო და უფრო მოახლოვდება, საზოგადოებას აქვს ინფორმაცია ფაქტებზე, რომელიც გამოაშკარავებულია და კიდევ უახლოეს მომავალში გამოაშკარავდება, ამიტომ მომენტუმი საბოლოოდ დგება, მათ უნდა გააკეთონ არჩევანი - სანქცირება თუ საქართველოს ინტერესები", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცნობისათვის, ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების დასანქცირების განხილვას იწყებენ.
"ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“, - აცხადებს მაიკლ მაკფოლი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA