06/07/22845 ნახვა წყარო: timer.geფოტო: timer.ge

სამადაშვილი მაიკ მაკფოლის განცხადებაზე – სანქციების საკითხი წამოჭრილია არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ აშშ-ის დღის წესრიგშიც დადგა

ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ მსგავს განცხადებას შემთხვევით არ აკეთებს ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელსაც სანქციები უნდა დაუწესდეს რუსეთის ხელშეწყობისთვის უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში, – ასე ეხმიანება „ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის მაიკ მაკფოლის ინტერვიუს ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმესთან. სამადაშვილის თქმით, ფაქტია, რომ საქართველოში გარკვეული პირებისთვის სანქციების დაწესების საკითხი არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ აშშ- შიც დგას.
„ჩვენ ადრეც მოგვისმენია არაერთხელ მინიშნებები იმაზე, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პირდაპირ უწყობს ხელს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება მოხდეს სანქციების რეჟიმის არიდებისთვის და ახლა მოვისმინეთ განცხადება, რომ სავარაუდოდ, სწორედ საქართველოში ხდება ისეთი საქმიანობა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რუსეთისთვის დახმარების გაწევად. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ინფორმაცია საჯარო შეიძლება გახდეს გაცილებით გვიან, მაგრამ სიგნალი არის ძალიან ნათელი და ეს სიგნალი არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან, რომლებიც დღეს არიან გაერთიანებული სტრატეგიული ამოცანის გარშემო და ეს არის რუსეთის დამარცხება რუსეთ-უკრაინის ომში, სადაც სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება სულ უფრო ეჭვქვეშ აყენებს იმას, თუ სად დგას საქართველო ამ დაპირისპირებაში თავისუფალ სამყაროს და რუსეთს შორის.
არ მსურს სპეკულაციებში შევიდე, ვის შეეხება სანქციები, მისი დაწესების შემთხვევაში, თუმცა, ფაქტი არის ერთი, რომ დღეს სანქციების საკითხი წამოჭრილია არამხოლოდ ევროკავშირში, აშშ-ის დღის წესრიგშიც დადგა, ამ მიმართულებით ალბათ, უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებებს უახლოეს მომავალში,”- განაცხადა სამადაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA