04/07/22794 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გიორგი მშვენიერაძე - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გუშინ რაღაც დამთავრდა და მოისვენებს, მაგრამ ასე არ იქნება

"საქართველოს ისევ არ აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამის მიღების პერსპექტივაც დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო ეჭვქვეშ დგება.
ქვეყანას ისევ ძალაუფლებითა და შიშებით შეპყრობილი ოლიგარქი მართავს, როგორც საკუთარ შპს-ს. მართავს დიტო სამხარაძეების ხელით და ლექსიკით.  დღეს ნათლად ჩანს, რომ ის არ აპირებს რაიმეს დათმობას ნებით, რადგან მას მხოლოდ ძალის ენა ესმის.
ის იანუკოვიჩზე უარესს ჩაიდენს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ხალხი როგორც ბატონს ყმები ისე "უყვარს" და არასდროს დაიშურებს მათთვის მათრახს. ეს დროა მოცემულობად მივიღოთ და მზად ვიყოთ.
ის ვერ იტანს დასავლურ ფასეულობებს, დემოკრატიას - სადაც მართავს ხალხი და არა მეფე; თავისუფლებას - სადაც მონები არ არსებობენ, რადგან თავად ერთი მხრივ მონათმფლობელია, ხოლო მეორე მხრივ მონა; თანასწორობას - რადგან თანასოწრად არავინ მიაჩნია.
გუშინ, 3 ივლისს, ივანიშვილის ოლიგარქიამ კიდევ ერთხელ ცხადად გვითხრა, რომ ის არ აპირებს რაიმეს დათმობას, რადგან მისთვის საკუთარი სკამი უფრო ძვირფასია, ვიდრე ქართველი ხალხის ევროპული მომავალი. შექმნილი მდგომარეობა ჩვენგან სწორ ანალიზს საჭიროებს, მათ შორის გუშინდელი დღის, სადაც ხალხი და აქციის ორგანიზატორები ერთმანეთს ავცდით. გამოტანილი დასკვნები გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის. ჩემთვის დღეასავით ნათელია,  რომ არსებული მდგომარეობა ჩვენგან მოითხოვს გაცილებით მწვავე მოქმედებას, რასაც სჭირდება გონიერება - რათა გულმა არ სძლიოს ტვინს, რწმენა - რომ გამარჯვება გარდაუვალია და სიმამაცე - რომ მუდმივად მზად იყო თავგანწირვისთვის.
შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გუშინ რაღაც დამთავრდა და მოისვენებს, მაგრამ ასე არ იქნება. გუშინ დაიწყო ამ ისტორიული ბრძოლის ახალი, ოლიგარქიისთვის უფრო საშიში და რთული ეტაპი. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, წინ ევროკავშირია.
წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ!" - წერს გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY