სტატისტიკა უჩვენებს, რომ რუსეთის ეკონომიკა სულს ღაფავს – „ნიუსვიკი“
„რუსეთის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ახალი ანგარიში აჩვენებს, რომ რუსეთის ეკონომიკა ინგრევა“, – იუწყება გამოცემა „ნიუსვიკი“.
„ნიუსვიკის“ თანახმად, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ახალი სტატისტიკური მონაცემები, რომელიც რუსეთის სტატისტიკის ფედერალურ სამსახურს ეკუთვნის, აჩვენებს, რომ ომის შემდეგ წარმოება მრავალ სექტორში დაეცა, – დაწყებული მანქანებიდან, დასრულებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით.
მაგალითად:
ამასთან, შემცირდა მაცივრების წარმოებაც – 58,1 პროცენტით, სარეცხი მანქანების წარმოება – 59,2 პროცენტით, გამაგრილებელი ელექტროძრავების წარმოება – 49,9 პროცენტით, ტელევიზორები – 49,7 პროცენტით.
ლიფტების წარმოება შემცირდა 34,7 პროცენტით, ექსკავატორებისა კი – 60 პროცენტით.
სიგარეტის წარმოებაც შემცირდა – 24,5 პროცენტით.
„ნიუსვიკის“ თანახმადვე, შმცირებულია საბითუმო და საცალო ვაჭრობა გასულ წელთან შედარებით, რაც უკავშირდება დაბალი ხელფასებსა და მაღალ ინფლაციას.
გამოცემის თანახმადვე, პენსიები დაეცა რეალურ მაჩვენებლებში, – მაისში 8,2 პროცენტული პუნქტით, ხოლო ხელფასები აპრილში 7,2 პროცენტული პუნქტით იყო შემცირებული.
„ნიუსვიკი“ წერს, რომ ეს მონაცემები „აშკარა ნიშანია იმისა“, რომ რუსეთის ეკონომიკა „სულს ღაფავს“, – მიუხედავად იმისა, რომ რუბლი დაბრუნდა იმ ნიშნულს, რაზეც უკრაინაში შეჭრამდე იყო.
ამასთან, მთლიანობაში „რუსეთის სამრეწველო წარმოების ინდექსი“ მაისში 1,7 პროცენტით შემცირდა 2021 წლის მაისთან შედარებით.

- „ყველაზე მეტად მანქანების წარმოება დაზარალდა და ახლა ის 96,7 პროცენტით არის შემცირებული 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით;
- სატვირთო მანქანების წარმოება დაეცა 39,3 პროცენტით;
- დიზელისა და ბენზინის ძრავების წარმოება 57 პროცენტით,
- დიზელის ლოკომოტივების 63,2 პროცენტით
- სატვირთო ვაგონების წარმოება – 51,8 პროცენტით.