01/07/22695 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მომიახლოვდა, გამიყვანა გვერდით და ა.შ. მიიღო პროპორციული პასუხი - ოხანაშვილი ვატო წერეთელზე

არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა ღირსების შელახვას არ ამართლებს, ეს იყო პროპორციული პასუხი - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ტვ პირველის დამფუძნებელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ოხანაშვილი თანახმაა გასაჯაროვდეს ყველა ვიდეოჩანაწერი, რომელიც აშშ-ს საელჩოს აქვს და ამტკიცებს, რომ წერეთელმა "უბინძურესი ქმედება" ჩაიდინა და ასეთ დროს, "ყველა ადამიანი ვალდებულია ღირსება დაიცვას".
ოხანაშვილი ეჭვს გამოთქვამს, ვატო წერეთლის "თრობაზე" და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა "განგრძობად პროვოკაციას".  
"მე ამ სიტყვებს რა თქმა უნდა ვერ და არ გავიმეორებ. აქედან გამომიდინარე, მე დაუყოვნებლივ ჩავაყენე ჩვენი ამერიკელი მეგობრები საქმის კურსში, მე მზად ვარ და ჩემი სურვილია აბსოლუტურად ყველას გადაადგილება , იქ ყოფნის პერიოდი გასაჯაროვდეს, ყველამ ნახოს და ეყოს ადამიანობა ყველას, რაც გააკეთა. როგორ მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდით, თქვას ეს ყველაფერი, გასარკვევია რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, მე არ გამოვრიცხავ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა და ჩაიტაროს ექსპერტიზა სადაც უნდა და დადგინდეს ყველაფერი, როგორ შეიძლება და თუ ეს დადასტურდება, აშშ-ს საელჩოში ადამიანი ესეთ მდგომარეობაში მიდის, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსებისშემლახველ სიტყვებს ეუბნება.
მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება და ყოფილა შემთხვევები პროვოცირებული, ყოფილა შემთხვევები, როდესაც შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს გაცდა ყოველგვარ საზღვარს და შესაბამისად, მე მზად ვარ და სურვილია ჩემი, მექნება შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სურვილს გამოვთქვამ, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი. 
იქ იყვნენ ადამიანები, ვინც დაინახეს როგორ მოვიდა, როგორ მომიახლოვდა, როგორ გამოყვანა გვერდით და ა.შ. მზად ვარ ამისთვის. ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება და ამ საკითხს პრინციპულად დავსვამ" აცხადებს ოხანაშვილი, თუმცა არაფერს ამბობს კითხვაზე, თუ მართლაც პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, რატომ არ ჩააყენა საქმის კურსში იქ მყოფი, შესაბამისი პირები.
ტვ პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს ქართული ოცნების დეპუტატები თავს აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე, გუშინ, 30 ივნისს, საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაესხნენ. ინციდენტში ანრი ოხანაშვილის გარდა მონაწილეობდნენ ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი, თუმცა როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ოდიშარია და ზარქუა კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდნენ.  
თავდასხმასთან დაკავშირებით მოკლე განცხადება აშშ-ს საელჩომ გუშინვე გაავრცელა
ცნობისთვის, იმ შემთხვევაში თუ აშშ-ს საელჩო გადაწყვეტს შიდა ტერიტორიაზე არსებული ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროოს, ნებართვა მან ჯერ ოფიციალურად, ვაშინგტონიდან უნდა მიიღოს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA