უკრაინა კასპიის რეგიონის ქვეყნებს კონვენციის დარღვევაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
უკრაინა კასპიის რეგიონის სახელმწიფოებს მოუწოდებს, გამოიჩინონ ძალისხმევა, რათა აიძულონ რუსეთის ფედერაცია, დაიცვას საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები, კერძოდ, კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენცია.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აპელირებს კონვენციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც მისი განმარტებით, ითვალისწინებს: კასპიის ზღვის გამოყენებას მშვიდობიანი მიზნებისთვის, მის გადაქცევას მშვიდობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ზონად და კასპიის ზღვასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმები კასპიის რეგიონიდან უკრაინის ქალაქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე უხეშად არღვევს კონვენციის დებულებებს.
„მოვუწოდებთ კონვენციაში მონაწილე ქვეყნებს, დაარწმუნონ რუსეთი, შეწყვიტოს კასპიის ზღვის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გასაგრძელებლად და ასევე შეუძლებელი გახადონ რეგიონის შემდგომი მილიტარიზაცია და მისი ჩართვა შეიარაღებულ კონფლიქტში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.