30/06/22717 ნახვა წყარო: timer.geფოტო: timer.ge

რუსეთის მოსაზღვრე, NATO-ს მოკავშირე ყველა ქვეყანა, მნიშვნელოვნად გაძლიერდება – რასმუსენი

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნი, ანდერს ფოგ რასმუსენი მადრიდში გამართულ NATO-ს სამიტს გამოეხმაურა და სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა.
როგორც რასმუსენი აღნიშნავს, მადრიდში NATO-ს სამიტი ალიანსის ისტორიაში ყველაზე მძიმე დროს გაიმართა – როდესაც ბირთვულად შეიარაღებულმა სახელმწიფო მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა. თუმცა, ამის ფონზე, რასმუსენის თქმით, ალიანსი იზრდება, ძლიერდება და უკეთ ემზადება.
“თურქეთის მიერ წინააღმდეგობების შექმნაზე უარის თქმით, შვედეთს და ფინეთს გაწევრიანება დაყოვნების გარეშე შეუძლიათ. ეს ქვეყნები მიიღებენ მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ გარანტიებს, NATO კი მიიღებს ახალ შესაძლებლობებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში”. – წერს რასმუსენი.
გარდა ამისა, რასმუსენი აღნიშნავს, რომ გაიზრდება NATO-ს თავდაცვის მდგომარეობა და ალიანსის მოკავშირე ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან მნიშნელოვნად გაძლიერდებიან.
“NATO-ს თავდაცვის პოტენციალი 300 000 მზადყოფნაში მყოფი ჯარისკაცით გაიზრდება, დღეს კი მათი რიცხვი 40 000-ია. აშშ პოლონეთში მუდმივი ჯარის შტაბბინას გახსნის და ალიანსის მოკავშირე ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, მნიშვნელოვნად გაძლიერდება”. – წერს რასმუსენი.
რასმუსენის თქმით, საუბრები მიმდინარეობს ჩინეთის შესახებ სტრატეგიულ კონცეფციაზე. რაც მნიშნვლეოვანი ნაბიჯია და დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და აზიიდან ერთად უნდა იმუშავონ ავტორიტარული საფრთხეების წინაშე.
ამასთან, რასმუსენი აღნიშნავს, რომ პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთონ.
“პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდასაჭერად ბევრად მეტი უნდა გააკეთონ. NATO-ს წევრების ირგვლივ რკინის ბეჭდის შემოჭერა არ კმარა, პუტინი უნდა შეჩერდეს. მოკავშირეებმა უკრაინას არსებითად გაუმჯობესებული იარაღი უნდა მიაწოდონ, რათა მან ომში გამარჯვება შეძლოს”. – წერს რასმუსენი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY