უკრაინაში ომის ფონზე ბაიდენი ევროპაში აშშ–ის წარმოდეგნილობას აძლიერებს
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპაში აშშ–ის წარმოდეგნილობას აძლიერებს.
კერძოდ, ბაიდენის განცხადებით:
1. პოლონეთში შეიქმნება აშშ-ის მე-5 არმიის კორპუსის მუდმივი შტაბი;
2. რუმინეთში დამატებითი საბრძოლო ბრიგადა განთავსდება როტაციის საფუძველზე;
3. დიდ ბრიტანეთში განთავსდება 2 დამატებითი F-35–ის ესკადრილია;
4. ბალტიისპირეთში აშშ–ის ძალების წარმოდგენილობა გაძლიერდება როტაციის საფუძველზე;.
5 ესპანეთში დამატებით ორი სამხედრო გემი განთავსდება;
6 გერმანიასა და იტალიაში დამატებით ავიაგამანდგურებლები განთავსდება.