29/06/22825 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

საქართველოს მთავრობამ გადაიყვანოს სააკაშვილი საზღვარგარეთ, გაათავისუფლოს გვარამია, EU-მ და პარტნიორებმა სანქციები დაუწესონ ივანიშვილს - IDU-ს რეზოლუცია

საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) ბერლინში მიმდინარე ფორუმზე მიღებულ იქნა რეზოლუცია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. რეზოლუციაში გამოთქმულია მწუხარება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობის გაშვების თაობაზე, რის მთავარ მიზეზსაც ქვეყნის ოლიგარქიული მმართველობა წარმოადგენს.
IDU გმობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მიმართ მიმდინარე პოლიტიკურ დევნას, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული სტანდარტების უგულებელყოფის ნათელი მაგალითებია.
რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია იმედგაცრუება, რომ  საქართველო - ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა - დღეს ვერ აკმაყოფილებს მისი ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესის მისაღწევად აუცილებელ კრიტერიუმებს, ხდება დემოკრატიული დღის წესრიგიდან გადახვევა და ძლიერდება ავტორიტარული და ანტი-დასავლური ტენდენციები.
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
  • დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად;
  •     
  • დაუყოვნებლივ მისცეს შესაძლებლობა ქვეყნის მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ;
  •     
  • გაათავისუფლოს მედია მენეჯერი ნიკა გვარამია;
  •     
  • მოუწოდებს ევროკავშირს და დემოკრატიულ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის ახლო გარემოცვას, ასევე მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც ხელს უწყობენ სასამართლო და სამართალდამცავი ინსტიტუტების რეპრესიულ მექანიზმად ინსტრუმენტალიზებას და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ოლიგარქის განუზომელი გავლენის უზრუნველყოფას.
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი (IDU) არის საერთაშორისო გლობალური პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს 80-ზე მეტი კონსერვატიული, ქრისტიან-დემოკრატიული და მსგავსი იდეოლოგიის მქონე სხვა ცენტრისტული და მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია.
IDU შეიქმნა 1983 წ. მისი დამფუძნებლები იყვნენ მარგარეთ თეთჩერი, ჯორჯ ბუში (უფრ), ჟაკ შირაკი, ჰელმუტ კოლი და სხვ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
NO IMAGE
  • 0

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 40

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA