28/06/22626 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ამის უკან დავით იაკობაშვილი დგას, ის კავშირშია ევტუშეკოვთან და ხიდაშელთან - "დროა" ბათუმში სანქცირებულ ტვირთზე

"დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბათუმის ნავსადგურში, სანქცირებული ნავთობპროდუქტით შემოსულ გემთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, წარმოუდგენელია გემს სანქცირებული ტვირთი წინასწარი შეთანხმების გარეშე ამხელა მანძილზე მოჰქონდეს. გარდა ამისა, ხოშტარია ამბობს, რომ მუშაობს სანქციების თავიდან არიდების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც გემებს წარმოშობის დოკუმენტებს უცვლიან.
"უნდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტზე, გემი, რომელიც გადის 500 კმ-ს წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ტვირთი მოჰქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე და იმ გარანტიის გარეშე, რომ ამ ტვირთს მიიღებენ აქ. მეორე, პორტში შემოსვლის მომენტისთვის ყველა გემი გადის პროცედურას, რომელსაც ამოწმებს ყველა უწყება, მათ შორის საბაჟო, რომელიც მერე იტყუებოდა რომ ამასთან შეხება მას არ ჰქონია, სხვა შემთხვევაში ის ვერ მოხვდებოდა პორტში.  რა უნდოდა ამ გემს პორტში, სანქციების თავიდან არიდების მექანიზმი ხდება ასე, შემოდის გემი, ცვლიან წარმოშობის დოკუმენტაციას, იმისთვის, რომ შემდეგ გაგრძელდეს და წაიღოს ეს ტვირთი სხვაგან. ნიშანდობლივია, რომ გემი იდგა 2 დღე და ხელისუფლებამ დაადასტურა ამ გემის აქ ყოფნა და ამ გემზე დაიწყო საუბარი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი გაცხადდა როგორც უკრაინულ ისე ქართულ პრესაში", - თქვა ხოშტარიამ. 
"დროას" ინფორმაციით, ამ ფაქტისა და მექანიზმის უკან დგას წარმოშობით ქართველი, დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოში დაკავებულია ნავთობის ბიზნესით.
"2014 წელს "როსნენფტთან" მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი და მისი კომპანიის 49% შეისყიდა "როსნეფტმა". სანქციების შემდეგ გადააკეთეს ფორმალური საბუთები, ეს არის ღია ინფორმაცია. რომელიც ასევე პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, იმ ევტუშენკოვთან, რომელიც ესაუბრებოდა ბიძინა ივანიშვილის ტელეფონით და ბორენკას ეძახდა, ხიდაშელთან და იყო "სისტემას" საბჭოში. საქართველოს მხრიდან ამაში ჩართულია ის არაფორმალური პირამიდა ეკონომიკის გარყვნილი მართვის, რომელიც არის დაკავშირებული და შესასწავლია უჩა მამაცაშვილისა და ლილუაშვილის როლი ამ სქმეაში", - თქვა ხოშტარიამ. 
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, რათა არა ქვეყანა, არამედ კონკრეტული პირები დასანქცირდნენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.