27/06/22534 ნახვა წყარო: radiotavisupelba.geფოტო: radiotavisupelba.ge

Bloomberg: რუსეთში საგარეო ვალის დეფოლტია - პირველი 1918 წლის შემდეგ

27 ივნისის დადგომისთანავე ამოიწურა საშეღავათო პერიოდი, როცა რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების უცხოელი მფლობელებისთვის უნდა გადაეხადა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ვალი, რაც ვერ შეძლო. შესაბამისად, როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს რუსეთში 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალის დეფოლტია. პირველად ეს მოხდა 1918 წელს, როცა ბოლშევიკებმა უარი თქვეს მეფის რუსეთის საგარეო ვალების გადახდაზე.
ამასთან, თავად რუსეთი დეფოლტს ოფიციალურად არ გამოაცხადებს. როგორც წესი, ამას აკეთებენ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს. Bloomberg-ის თანახმად, დეფოლტის შესახებ შეუძლიათ განაცხადონ ობლიგაციების მფლობელებმა, რომლებიც ჯერჯერობით იმის გარკვევას ცდილობენ, რამდენად აქვთ საკუთარი ფულის თუნდაც ნაწილობრივ დაბრუნების შანსი. კრედიტორებს დეფოლტის გამოსაცხადებლად სჭირდებათ ობლიგაციების მფლობელთა მეოთხედის თანხმობა.
2022 წლის აპრილში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ აღარ გააგრძელა დროებითი ლიცენზია, რომლის საფუძველზეც, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მიუხედავად, უცხოელი კრედიტორებისთვის დაშვებული იყო გამონაკლისი და რუსეთს მათთვის თანხის გადახდა შეეძლო. ლიზენციის მოქმედების ვადა 25 მაისს ამოიწურა. 27 მაისიდან დაიწყო დეფოლტამდე 30 დღიანი პერიოდის ათვლა.
უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის შესაბამის მომსახურებაზე უარი თქვა ბრიტანულმა Citibank-მა, რის შემდეგაც რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ეს ფუნქცია გადასცა ეროვნულ დეპოზიტარს და განაცხადა, რომ მის ანგარიშზე თანხები გადარიცხა და ვალდებულება შეასრულა. თუმცა, დეპოზიტარი ევროკავშირის სანქციების მეექვსზე პაკეტში აღმოჩნდა. მოსკოვმა ბრიუსელი დაადანაშაულა ხელოვნური დეფოლტის პროვოცირებაში.
რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ საგარეო ვალის მომსახურებისთვის რუსეთს ხელოვნურ წინაღობებს უქმნიან, რათა ქვეყანას „დაკიდონ დეფოლტის იარლიყი“, მაგრამ „ყველას, ვინც სიტუაციაში ერკვევა, ესმის, რომ ეს არანაირი დეფოლტი არ არის“. სილუანოვმა შექმნილ ვითარებას „ფარსი“ უწოდა.
როგორც Bloomberg-ი წერს, საგარეო ვალის დეფოლტს ჯერჯერობით უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს რუსეთის მოქალეებისთვის, რომლებიც ამჟამად მწვავე შიდა პრობლემებს, ორნიშნა ინფლაციას და ბოლო წლებში ქვეყნის ყველაზე მძიმე ეკონომიკურ ვარდნას განიცდიან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA