26/06/22871 ნახვა წყარო: radiotavisupelba.geფოტო: radiotavisupelba.ge

ლიეტუვის პრეზიდენტი: კალინინგრადის მიმართ შეზღუდვები აუცილებლად განხორციელდება

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოვალეა და გაატარებს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის საქონლის მიმართ მოსკოვის მძაფრი რიტორიკის ფონზე, რომელიც ეხებოდა ვილნიუსის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს რუსეთის ექსკლავის, კალინინგრადის ოლქის მიმართ.
ნაუსედა გამოვიდა მოწოდებით, „სასწრაფოდ“ გაიმართოს კონსულტაციები ევროპის კომისიასთან ლიეტუვის საერთაშორისო ვალდებულებების და ინტერესების დაცვის მიზნით უკრაინის „აგრესორის“ წინააღმდეგ სანქციების პირობებში.
ამ კვირაში რუსეთმა ევროკავშირის წარგზავნილი გამოიძახა, რათა „გადაჭრით“ პროტესტი გამოეცხადებინა და გამოეთქვა „საპასუხო ზომებით“ მუქარა იმის გამო, რომ შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდა სახმელეთო გზით ტრანსპორტის მოძრაობა პოლონეთსა და ლიეტუვას შორის.
მოსკოვის გაღიზიანება მოჰყვა ლიეტუვის გადაწყვეტილებას აღარ გაატაროს თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციებში მოხვედრილი საქონლით დატვირთული ეშელონები.
Facebook-ის საშუალებით ნაუსედამ განაცხადა, რომ „სრულიად ცხადია, ლიეტუვამ უნდა შეასრულოს ევროკავშირის სანქციები“. ვილნიუსმა გზა გადაუკეტა ფოლადის და სხვა შავი ლითონების ტრანსპორტირებას და ამას აკეთებს ევროკავშირს სანქციების შესაბამისად, რომლებიც ძალაში შევიდა 18 ივნისს.
ევროკავშირმა რუსეთს სანქციების დაწესება დაიწყო უკრაინაში შეჭრის, 24 თებერვლის შემდეგ. კალინინგრადის ხელმძღვანელობამ, რომელსაც მოსკოვი უჭერს მხარს, განაცხადა, რომ ოლქზე გამავალი იმპორტის ნახევარზე მეტი ლიეტუვის ბლოკადის გამო ზარალდება. ეს განსაკუთრებით იგრძნობა სარკინიგზო ხაზებზე.
ლიეტუვა უარყოფს მოსკოვის განცხადებებს ბლოკადის შესახებ, რადგან კალინინგრადი ერთადერთი ნავსადგურია, რომელიც მთელი წლის განმავალობაში მუშაობს და არ იყინება, შესაბამისად, საქონელმა მისი გავლით, ზღვის საშუალებით შეიძლება იმოძრაოს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY